შეიარაღებული თავდასხმა კოპენჰაგენში-დანიაში უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს

დანიაში უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს. მიზეზი ქვეყნის დედაქალაქში მომხდარი თავდასხმების სერიაა.

შეიარაღებული მამაკაცი კოპენჰაგენში კაფეში შეიჭრა, სადაც სიტყვის თავისუფლების თემაზე დისკუსია მიმდინარეობდა და რომელსაც შვედი კარიკატურისტი ესწრებოდა. სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაიჭრა.

შემთხვევის ადგილიდან თავდამსხმელი მანქანით მიიმალა, რამდენიმე საათის შემდეგ კი ცეცხლი სინაგოგაში გახსნა. სროლას აქაც მსხვერპლი მოჰყვა. დაიღუპა ერთი ებრაელი მამაკაცი, ორი სამართალდამცველი კი დაიჭრა.

თავდასხმების შემდეგ სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილის დაკავების მიზნით სპეცოპერაცია დაიწყეს. დამნაშავის კვალს მათ კოპენჰაგენის გარეუბანში მიაგნეს, თუმცა ეჭვმიტანილმა პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია. სამართალდამცველებმა ის ორმხრივი სროლის დროს მოკლეს.

banner
წინა სტატიაშიცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება დარღვეულია – რა ხდება უკრაინაში?
შემდეგი სტატიაშს სამინისტრო ეკა კვესიტაძეს სიცრუეში ადანაშაულებს