,,მივიღებთ შეზღუდულ სიტყვის თავისუფლებას, ოპოზიციის დემორალიზაციას და არჩევნებისთვის ბიძინას დიდ უპირატესობას”

გუშინ გამოქვეყნებულ აუდიო ჩანაწერებთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე სერგი კაპანაძე. როგორც დიპლომატი ვარაუდობს მასალების გამოქვეყნება რამდენიმე მიზანს ემსახურება

,,როგორც ჩანს, გეგმა ასეთია:
– რუსთავი 2-ის მხარდამჭერების სრული დემორალიზაცია, რომ ხალხი არ გამოვიდეს რ2-ის დასაცავად.
– სასწრაფოდ სასამართლოს დასრულება და ხალვაშისთვის რ2-ის დაუყოვნებლიბ გადაცემა. დღეს ალბათ. მაქსიმუმ – ორშაბათს.
– ენმ-ის კიდევ უფრო დემორალიზაცია და თავდაცვითში ჩაყენება და მისი ლიდერების სასამართლოში და მანამდე დაკითხვებზე განუწყვეტლივ ტარება.
– მიშას კიდევ უფრო დისკრედიტაცია.

ამ ყველაფრის შედეგად მივიღებთ შეზღუდულ სიტყვის თავისუფლებას, ოპოზიციური პარტიის დემორალიზაციას და არჩევნებისთვის ივანიშვილის კიდევ უფრო დიდ უპირატესობას. თუ გამოუვიდათ, რა თქმა უნდა…

ოღონდ არ დაგვავიწყდეს, რომ ამასობაში არც ეკონომიკა ვითარდება, არც დემოკრატია და ამ ბინძური პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტებიც იგივეა – ფარული ჩანაწერები და პრესით მანიპულირება”- წერს სოციალურ ქსელში კაპანაძე.

banner
წინა სტატიაშიქიბარ ხალვაშის ადვოკატები არ გამორიცხავენ, რომ დაუყონებლივი აღსრულება მოითხოვონ
შემდეგი სტატია,,ამას სახელმიწფო არ დაუშვებს”(ვიდეო)