შაშკინი – საგზაო კოლაფსზე მერიის რეაქცია არის უსინდისობის, უნამუსობის და იდიოტიზმის აპოთეოზი

საქართველოს განათლებისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი იმ უარყოფით ასპექტებზე წერს, რაც აფხაზეთის გავლით რკინიგზის გახსნას ახლავს თან

დიმიტრი შაშკინი თავის ფეისბუქგვერდზე თბილისში არსებულ მძიმე სატრანსპორტო მდგომარეობას ეხმაურება:

“თბილისის დღევანდელ საგზაო კოლაფსზე მერიის რეაქცია არის უსინდისობის, უნამუსობის და იდიოტიზმის აპოთეოზი.

თურმე, ყვალაფერი იმის ბრალია, რომ ბევრი მანქანაა თბილისში… და. თურმე. ფასიანი უნდა გახდეს მანქანით გადაადგილება ცენტრალურ ქუჩებზე!

და ის რატომ დაავიწყდა, რომ:

1. გელოვანის გამზირი პარალიზებულია იმის გამო, რომ ხიდის რეაბილიტაციას ახორციელებს სულ რამდენიმე მუშა და ისინიც მკაცრად იცავენ 8 საათიან სამუშაო გრაფიკს.

2. სააკაძის მოედნიდან წერეთელზე ვერ მოხვდები იმიტომ, რომ 1 წლის წინ დაგებული ასფალტი აყარეს და საბურთალო-დიდუბეს დამაკავშირებელი მთავარი ქუჩა გადაკეტეს

3. ბარათაშვილის ხიდი ნახევრად პარალიზებულია სარემონტო სამუშაოების გამო და აქაც მხოლოდ 2 მუშა დაწანწალებს მთელი დღე.

4. ვაკე-საბურთალოს ახალი გზა დაპირებების მიუხედავად სრულად არ გარემონტდა სტიქიის შემდეგ.

5. ნაგვის მანქანებს ნაგავი გააქვთ 10-11 საათზე , ზუსტად პიკის საათებში.

6. ქალაქი სავსეა სატვირთო მანქანებით პიკის საათებში.

7. მარჯვენა სანაპიროზე ასფალტი აყრილია და არავინ ჩქარობს დაგებას

8. რკინიგზის სადგურის გადატანა ამ მთავრობამ გააჩერა

9. ახალი ხიდების მშენებლობა ამ მთავრობამ გააჩერა

10. გმირთა მოედანზე ახალი ესტაკადების მშენებლობა ამ მთავრობამ გააჩერა.” – წერს შაშკინი.

banner
წინა სტატიაშიღია მმართველობის პარტნიორობის კონფერენციის მონაწილეები სხვადასხვა ქვეყნებში საპარლამენტო ღიაობის ამჟამინდელ მდგომარეობას გაეცნენ
შემდეგი სტატიაექსკლუზივი–აფხაზეთში კიდევ ერთი ქართველი მოკლეს