შარლ დე გოლის აეროპორტმა რეისების განრიგი შეცვალა

შარლ დე გოლის აეროპორტმა რეისების განრიგი შეცვალა. აეროპორტის ხელმძღვანელობამ აღნიშნული გადაწყვეტილება უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე მიიღო, ვინაიდან ქალაქი დამარტენ-ან-გოელი, სადაც Charlie Hebdo-ს რედაქციაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილების აყვანის მიზნით სპეცოპერაცია მიმდინარეობს, აეროპორტთან ახლოს მდებარეობს.
პარიზის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ დამარტენ-ან-გოელში საფრანგეთის პოლიცია Charlie Hebdo-ს რედაქციაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილების სამძებრო ოპერაციას ატარებს. პოლიციელები მანქანას დაედევნენ, რომლებშიც ერთ-ერთი ვერსიით, Charlie Hebdo-ს რედაქციაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი ძმები კუაშები იმყოფებოდნენ. თავდამსხმელები ერთ-ერთ კომპანიის ოფისში შეიჭრნენ და მძევლები აიყვანეს.
ოპერაციის მიმდინარეობაში ვერტმფრენები ჩაერთნენ.

banner
წინა სტატიაშისაფრანგეთის პრემიერი – ჩვენ ვართ ომში ტერორიზმთან და არა რელიგიასთან
შემდეგი სტატიამინდია ჯანელიძემ და დავით ნარმანიამ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვეს