შალვა ოგბაიძის საქმე ერთ-ერთია, რომელიც პროკურატურის ახალ დეპარტამენტში იქნება განხილული

პროკურატურის ახალ დეპარტამენტის განსახილველი საქმეებიდან თბილისის საკრებულოს ფრაქცია “გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის” წევრის, შალვა ოგბაიძის საქმე ერთ-ერთია, რომელიც ახალ დეპარტამენტში იქნება განხილული.

შალვა ოგბაიძე ამბობს, რომ მის მიმართ განხორციელებული დევნა “ჰიბრიდული” მეთოდი იყო. მისი თქმით, ის მოიცავდა როგორც რეპრესიებს, ასევე ფიზიკური ძალის გამოყენებას, წამებას.

“შემომთავაზეს სპორტის დეპარტამენტში გადავდგმარიყავი საავტომობილო ფედარაციის პრეზიდენტობიდან, რაზეც უარი მიიღეს, ამის მერე აღმოვჩნდი სოდის ე.წ. შავ სიაში”-განაცხადა ოგბაიძემ.

შეგახსენებთ, რომ მთავარ პროკურატურაში ახალი დეპარტამენტი იწყებს მუშაობს. სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მიზანი 2012 წლის 1 ოქტომბრიდან უწყებაში შესული საჩივრებს შესწავლაა.

დეპარტამენტს, სავარუდოდ, გოგა კაციტაძე უხელმძღვანელებს.

banner
წინა სტატიაშიმოსკოვის მერიაში უარყოფენ, რომ ნემცოვის მკვლელობის ღამეს მიმდებარე ტერიტორიაზე სათვალთვალო ვიდეოკამერები გამორთული იყო
შემდეგი სტატია“პრივატიზაციის პროცესი დაწყებულია,”- ეკონომიკის სამინისტრო