შალვა ოგბაიძე თბილისის მერიას სასწრაფო რეაგირებისაკენ მოუწოდებს

დედაქალაქში სატრანსპორტო კოლაფსს საკრებულოს ფრაცია „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ წევრი შალვა ოგბაიძე ეხმაურება და თბილისის მერიას სასწრაფო რეაგირებისაკენ მოუწოდებს.

„დედაქალაქის სასტრანსპორტო სისტემაში მენეჯმენტი არ არსებობს, ფაქტიურად ერთი წლის განმავლობაში ამ მიმართულებით სიტუაცია, არათუ გაუმჯობესდება, არამედ დამძიმდა, სამწუხაროდ პროგნოზი კიდევ უფორ მძიმეა, ამიტომ მერიას მოვუწოდებ დროულად შეიქმნას ტრანსპორტისა და საგზაო-მოძრაობის ორგანიზაციის სხვადასხვა სამსახურებთშორისი მაკოორდინირებელი საბჭო, რომელიც კონკრეტულად ამ სფეროში არსებულ პრობლემებს დროულად შეისწავლის და „ცხელის ხაზის“ პრინციპით იმუშავებს.

მაგალითად, საბჭო მოახდენს კონკრეტული „საცობების“ ადგილების იდენტიფიკაციას, მცირე ინფრასტრუქტურულ ხარვეზებზე რეაგირებას, (ახდილი ჭა, ამომტვრეული ასფალტი, „დამალული“ საგზაო ნიშნები თუ ა. შ.) უზრუნველყოფს ქვეითებისთვის გადასასვლელების მოწყობას, ტროტუარების განთავისუფლებას ავტომობილებიბისგან, უდიციპლინო მძღოლების მიმართ სანქციების გამკაცრებას საპატრულო პოლიციასთან ერთად“,- განაცხადა ოგბაიძემ.

banner
წინა სტატიაშიმევენახეებმა კახეთში ბაკურციხე-თბილისის ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს
შემდეგი სტატიაკახეთში გიორგი ღვინიაშვილს სახეში გაარტყეს