შალვა ნათელაშვილი: ხდება პაიკების აფერისტული გადაადგილება

“სამთავრობო ვაგხანალიაა, ხდება პაიკების აფერისტული გადაადგილება”, – ასე გამოეხმაურა ნდობის გარეშე დარჩენილ მთავრობას მთავარი ლეიბორისტი შალვა ნათელაშვილი.

ლეიბორისტული პარტიის ლიდერის თქმით, მიმდინარე პროცესები არ არის ჯანსაღი და მოითხოვს, მთავრობის შემადგენლობა სრულად შეიცვალოს.

“ეს არის სამთავრობო ვარქხანალია, რომლის მთავარი მიზანია ივანიშვილის რეჟიმით გაგიჟებული ხალხის დასამსვიდებლად ორთქლის გამოშვება. პოლიტიკურ დაფაზე პაიკების აფერისტული გააადგილება ხდება. ჩვენ გვჭირდება ახალი მთავრობა მილიარდელების გარეშე,” – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

მთავრობაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა გაერთიანებული დემოკრატების წევრმა გიორგი ახვლედიანმაც. არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელს მიაჩნია, რომ საკადრო ცვლილებების უკან ბიძინა ივანიშვილი დგას.

“თავიდან ივანიშვილმა ყველაფრის უფლება და საკადრო პოლიტიკის წარმართვის უფლება მისცა ირაკლი ღარიბაშვილს, ახლა ეს უფლება გადააბარა კახა კალაძეს, ეს პროცესებიც სწორედ აქედან გამომდინარეობს,” – აღნიშნა გიორგი ახვლედიანმა.

მიმდინარე ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა ახალი მემარჯვენეების წევრმა ფიქრია ჩიხლაძემაც.

“ტრაგიკომედიაა ეს ყველაფერი, არის ეკონომიკური კრიზისი და მთავრობას ტოვებენ, სპორტისა და გარემოს დაცვის მინისტრები. კალაძის კადრები ცვლიან ე.წ. კახური დაჯგუფების წარმომადგენლებს,” – განაცხადა ფიქრია ჩიხლაძემ.

banner
წინა სტატიაშიმინდია ჯანელიძე: იმედი მაქვს მინისტრთა ახალ კანდიდატებს პარლამენტი მხარს დაუჭერს,
შემდეგი სტატია„ღამის მგლებმა“ ტამბოვის ჯგუფი საქართველოში გააცილა+ფოტო