შალვა ნათელაშვილი: ჩემი მთავრობა ერთსქესიანთა დაქორწინებას არ დაუშვებს

,,ამერიკის შეერთებული შტატების უმაღლესმა სასამართლომ, როგორც ფართოდაა ცნობილი დააკანონა მთელ სახელმწიფოში ერთსქესიანთა ქორწინება. აღნიშნული ამერიკის შინაური საქმეა და მოდით ნუ გავხდებით წინასწარმეტყველნი უცხო მამულში. ფაქტია, რომ გალიიდან გამოშვებული ლიბერალური მხეცი გააფთრებით ებრძვის საკაცობრიო ცივილიზაციის საფუძველს ტრადიციული და ღვთიური გაგებით – ოჯახს. ნუ გავიგებთ ისე, რომ დასავლეთის ცივილიზაცია, ევროპა, ამერიკა, უბრძოლველად ბარდება ამ გლობალურ შემოტევას მსოფლიო ოლიგარქიისა, მილიარდელთა კლუბისა, რომლის კულისებშიც ჩაისახა ეს პოლიტიკა და იდეოლოგია ერთადერთი მიზნით , უფრო იოლი სამართავი გახდეს მათთვის მსოფლიო საზოგადოება და არ დარჩეთ მათ საკუთარი უფლებებისა და დედამიწაზე არსებული რესურსებისათვის ბრძოლის არც მოტივაცია არც მორალურ-ზნეობრივი მარაგი. აი ამიტომ მოგიწოდებთ რომ საქართელოს პოლიტიკა უნდა გაიწმინდოს მილიარდელ-მილიონერთა ჯგუფისგან რომლებიც წარმოადგენენ ამ უზარმაზარი ლიბერალური მხეცის კავკასიურ ნაირსახეობას და გაცლილნი არიან პირველ რიგში თავისუფლებისგან და ძაღლივით გამობმული ბრძანდებიან თვიაანთი საბანკო ანგარიშების ელექტრონულ ჯაჭვებზე. აქაც, დღეს თუ ამ დღეებში, ბევრმა მომწერეთ, თუ რატომ არ ვიღებთ ხმას ამ პროცესებზე… უნდა მოგახსენოთ, რომ ეს პრობლემა ჩვენ განხილული კი არა გადაღეჭილი გვაქვს 90 იანი წლებიდან, როდესაც კალიფორნიელ ჰომოსექსუალისტებიდან დაფინანსებული კრიმინალური ჯგუფი მოაჯდა ქვეყანას და ეს ყველაფერი დააგვირგვინა ბიძინამ გეიაღლუმით,  ანტიდესკრიმინაციული კანონით, კაზანტიპით და მისი რესპუბლიკელების უზადო პროპაგანდისტული მუშაობით, რაც მალე გადაიქცევა საქმედ და კაცების დაქორწინებასაც წინ ვერაფერი დაუდგება და ამაში დამნაშავე იქნება ყველა ვინც ხმას აძლევდა წინა ხელისუფლებებს და ბოლოს ივანიშვილის კერპს ეს 20 წელიწადი… იმედია ამასაც ტრადიციულად მე არ დამაბრალებთა და გაიხსენებთ, რომ როგორც პოეტმა თქვა ასი წლის წინ გაფრთხილებდით.

მე ჩემის მხრივ შემიძლია აღგითქვათ, რომ თუ მოვუსწარით და მოვედით ხელისუფლებაში, ჩემი მთავრობა ერთსქესიანთა დაქორწინებას არ დაუშვებს და ისე კისრები უტეხიათ არავინ მათ დევნას არ დაუწყებს რა თქმა უნდა.

ოჯახი შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ კაცის და ქალის ერთობა სიყვარულისა და გამრავლების მოტივაციით და ამ საწყისზე აღმოცენებული შთამომავლობა. ეგ ვაჟბატონები კი ქალის გარეშე ვერ გამრავლდებიან და ამაში ალბათ დარწმუნდნენ იმითაც, რომ დედებმა გააჩინეს და არა ორმა  მამამ,, წერს შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი ქართველი მებრძოლის დაღუპვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიასაქართველოს მასშტაბით ერთიანი ეროვნული გამოცდები მიმდინარეობს