შალვა ნათელაშვილი: რუსეთმა მამისონის უღელტეხილზე რუსეთის ფედერაციის დროშა ოფიციალურად აღმართეს

შალვა ნათელაშვილი

შალვა ნათელაშვილი: "სავალალოა, სავალალოა"გძელდება საქართველოს ტერიტორიათა აღვირახსნილი ანექსია-ოკუპაცია.რუსმა მესაზღვრეებმა,კავკასიაზე, საქართველოს კუთვნილ სტრატეგიულ, მამისონის უღელტეხილზე რუსეთის ფედერაციის დროშა ოფიციალურად აღმართეს–აცხადებს “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი.
“ოკუპანტებს მადა გაუძლიერა ჩვენი ხელისუფლების ალიანსმა რუსეთის ყველაზე აგრესიულ-მილიტარისტულ წრეებთან,მათმა შეგნებულმა,წინასწარ შეთანხმებულმა სამწლიანმა დუმილმა,ოკუპირებულ მიწებზე მავთულხლართების გავლასა და უკანონო საზღვრის გატარებაზე.ყველაფერი ეს პირდაპირ უკავშირდება ივანიშვილის მოღალატეობრივ გარიგებას,მილიარდების და სკამების სანაცვლოდ უშურველად გააჩუქოს მომხვდურზე ჩვენი სამშობლო.მოვითხოვთ ამ ფაქტზე მთავრობისა და პარლამენტის რიგგარეშე სხდომების სასწრაფოდ მოწვევას, რათა გაეროს უშიშროების საბჭოს მიეცეს საფუძველი საგანგებო შეკრებაზე განიხილოს საქართელოში შექმნილი მდგომარეობა რომელიც,ასევე საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და უსაფრთხოებას მთელ მსოფლიოში”–აცხადებს შალვა ნათელაშვილი.

banner
წინა სტატიაშიმედპერსონალის სახელფასო დავალიანება იზრდება
შემდეგი სტატიაგიორგი ქადაგიძე ბანკების საინკასაციო მანქანებიდან ფულის გატაცების ფაქტს გამოეხმაურა