შალვა ნათელაშვილი: მილიარდერმა ივანიშვილმა 6 მილიარდი ქურდული წილი ოფშორებში გაიტანა

შალვა ნათელაშვილი ეროვნული ვალუტის გაუფასურებას ბიძინა ივანიშვილს და სავალუტო ფონდის საქმიანობას უკავშირებს.

ლეიბორისტული პარტიის ლიდერის განცხადებით, თანაინვესტირების ფონდში ბიზნესმენების მიერ დბანდებული თანხები ყოფილმა პრემიერმა უცხოურ ბანკებში გაიტანა. შედეგად კი ქვეყანა სავალუტო-სარეზერვო რესურსების გარეშე დარჩა.

მისი თქმით, ფონდში შესული 6 მილიარდი დოლარი ქვეყანაში საინვესტიციო გარემოს განვითარებას არ მოხმარდა.

“მილიარდერმა ივანიშვილმა წამოკრიფა ქვეყნის ბიზნესიდან 6 მილიარდი, დაარქვა მას თანაინვესტირების ფონდი და მთელი ეს თანხა, ქურდული წილი, უცხოეთის ბანკებსა და ოფშორებში გადაქაჩა. ეს იყო სავალუტო რესურსი და რეზერვი, რომელიც ასეთი კრიზის დროს გამოდის ბაზარზე და ეხმარება ეროვნულ ვალუტას დასტაბილურებასა და არდაცემაში,” – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრის დროს შალვა ნათელაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისამეგრელოში და აჭარაში ელექტროენერგიის გარეშე 4 000-მდე აბონენტია დარჩენილი
შემდეგი სტატია2015 წლის საშემოდგომო გაწვევა დაიწყო