შალვა ნათელაშვილი „ლიბერთი ბანკის“ დაჯარიმებას ითხოვს

შალვა ნათელაშვილი

 

ლეიბორისტული პარტია საბანკო სექტორის საქმიანობას აპროტესტებს. პარტიის ლიდერმა მხარდამჭერებთან ერთად აქცია დღეს “ლიბერთი ბანკის” ცენტრალურ ოფისთან გამართა. შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ეროვნული ვალუტის დევალვაციის პირობებში მხოლოდ ბანკები სარგებლობენ. მისივე მტკიცებით, “ლიბერთი ბანკში” პენსიონერებს სესხებს მაღალი საპროცენტო განაკვეთით აძლევენ.

“მათ ლარის ხელოვნური გაუფასურებით ასეულობით მილიონი მოგება მიიღეს, რომელიც გადაირიცხა უცხოეთში არსებულ მათ ანგარიშებზე და პენსიონერებს სესხს აძლევენ 36%-ად. ივანიშვილის რეჟიმისგან მოვითხოვთ, დააჯარიმოს ეს ბანკი და პენსიონერებზე წართმეული მილიონები დააბრუნებინოს და გააუქმოს 36%იანი ყაჩაღური სესხი,”-განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

banner
წინა სტატიაშითავდაცვის მინისტრმა სტივენ გლოვერი დააჯილდოვა
შემდეგი სტატიავაზიანის პოლიგონზე ნატო-ს სტანდარტების ნაღმმტყორცნელთა საველე სწავლება დასრულდა