შალვა ნათელაშვილი: ივანიშვილის პოლიტიკურ დაფაზე პაიკების გადაადგილება შედეგს არ მოიტანს

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი თავდაცვის მინისტრის კანდიდატად თინა ხიდაშელის წარდგენას აპროტესტებს და მოუწოდებს პრემიერმინისტრს, უკან გაიწვიოს მისი კანდიდატურა.

შალვა ნათელაშვილის განცხადებით, თინა ხიდაშელი ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს აკეთებს და ის აფხაზეთს საქართველოს ნაწილად არ განიხილავს.

“ბიძინა ივანიშვილმა თავდაცვის მინისტრის პოსტზე ქალბატონ ხიდაშელის კანდიდატურა წარადგინა, რომელიც აფხაზეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებს და არ ცნობს საქართველოს ნაწილად”, – განაცხადა ნათელაშვილმა.

ლეიბორისტების ლიდერი საგანგებო ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებასაც გამოეხმაურა. ნათელაშვილი ამბობს, რომ კრიზისიდან გამოსავალი საარჩევნო კანონში ცვლილებების შემდეგ ვადამდელი არჩვენების ჩატარება და მთავრობის შეცვლაა.

“ივანიშვილის პოლიტიკურ დაფაზე პაიკების გადაადგილება შედეგს არ მოიტანს,” – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდავით უსუფაშვილი მთავრობის ადმინისტრაციისგან დეპუტატების მინისტრებად დანიშვნაზე ბრძანებებს ელოდება
შემდეგი სტატიაკადიროვი მზად არის ნემცოვის საქმეზე ჩვენება მისცეს