შალვა ნათელაშვილი: ივანიშვილის რეჟიმმა თითოეულ ოჯახს წიწამურის ტყვიის სახით შემოუგდო გაძვირებული დენის ტარიფი

შალვა ნათელაშვილი ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდას აპროტესტებს. ლეიბორისტების ლიდერი თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელს შეიტანს.

“მილიარდელი ივანიშვილის რეჟიმი წავიდა ელექტროენერგიის ტოტალურ გაძვირებამდე. რეჟიმი განაგლებული, გათავხედებული რომლისთვისაც ხალხის ტკივილები არაფერს ნიშნავს, წავიდა ამ ნაბიჯზე სწორედ ცხელ ზაფხულში. საუკუნეზე მეტი ხნის წინ სწორედ ცხელ ზაფხულში ილიას მოკვლაზე წავიდნენ ილიას მკვლელები, ასი წლის შემდეგ სწორედ ივანიშვილის რეჟიმმა თითოეულ ოჯახს წიწამურის ტყვიის სახით შემოუგდო გაძვირებული დენის ტარიფი. და ამას ჩვენი ხალხი მას არ აპატიებს. ივანიშვილისა და კალაძის მილიარდებით დაიფარება ის ზარალი, რასაც მათი უკანონო გადაწყვეტილებებით იღებთ”, – აღნიშნა შალვა ნათელაშვილმა.

შალვა ნათელაშვილმა სარჩელის დეტალებზე ისაუბრა.

“სარჩელი ეხება 2002 წლის 30 დკემბერს საკონსტიუციო საასმართლო მიერ გამოტანილ ვერდიქტს, რომლის თანახმადაც, დენის ტარიფის გაზრდა საქართველოში აკრძალულია სოციალური მდგომარეობის გაუვთალისწინებლად, ეს ნიშნავს რომ თუ ქვეყანაში არის შიმშილი, დენის ტარიფის გაზრდა წარმოადგენს დანაშაულს,” – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ლეიბორისტებს უკვე აქვთ მსგავს საქმეზე სასამართლო დავის მოგების გამოცდილება. 2002 წელს მათ მოიგეს პროცესი საკონსტიტუციო სასამართლოში.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილმა “ეროვნული ბანკის შესახებ” კანონპროექტს ვეტო დაადო
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი: ვეტო არ არის პოლიტიკური დაპირისპირების და კონფრონტაციის ინსტრუმენტი