შალვა ნათელაშვილი ივანიშვილს პასუხობს

"კალაძეს შუბლის ძარღვი დაბადებიდან არ დაჰყოლია თუ მერე გაუწყდა?"

“სასაცილოა ტრაგიკული რომ არ იყოს მთელი ვეყნისათვის და არა მარტო ჩემთვის ამ პიროვნების ფენომენია”–ასე ეხმიანება შალვა ნათელაშვილი ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს, რომელიც ტელეკომპანია იმედმა გუშინ გაავრცელა.

“ესე იგი კაცი 2000 წლიდან სტაბილურად, მილიონებით აფინანსებდა სააკაშვილსა და შემდეგ ნაცმოძრაობასაც,ასეულობით მილიონი დოლარი დაუჯდა ვარდების რევოლუციის გზით სააკაშვილის გაპრეზიდენტება ხოლო შემდეგ სამი მილიარდი მიახარჯა ნაცმოძრაობისა და სააკაშვილის მთავრობის შენახვას,მათი ოჯახების ფუფუნებას და რაც მართლაც უპატიებელი ცოდვაა მთელი მათი სადამსჯელო აპარატის შენახვას.სპეცრაზმების,გამაუპატიურებელთა, რჩენა-მომზადებას,ელექტრონული თვალთვალის და მოსასმენი უახლოესი აპარატურის შეძენას.ეს კიდევ არაფერი ნაცმოძრაობის გასამართლების ლოზუნგებით ხელისუფლებაში მოსულმა ივანიშვილმა გამოაცხადა კოჰაბიტაცია,ადგილებზე დატოვა საკვანძო თანამდებობს პირნი და უფრო დააწინაურა კიდეც,უარი თქვა გამოეცხადებინა სააკაშვილისთვის იმპიჩმენტი ისე ცინცხლად გააპარა ქვეყნიდან,საპრეზიენტო და ადგილობრივ არჩევნებში გარიგდა სააკაშვილის დაჯგუფებებთან და მათი კანდიდატი თუ პარტია დასვა მეორე ადგილზე,რითაც აქცია ისინი მთელი მსოფლიოსათვის მთავრ ოპოზიციურ,ანგარიშგასაწევ ძალად.ჩვენ როცა მთელი ათი წელი ვამტკიცებდით რომ სააკაშვლის დაჯგუფებამ მილიარდები მიითვისა ქვეყნის ქონებიდან,ბიძინა ბატონმა აღუძრა საქმე მხოლოდ პიჯაკების ყიდვასა და თირკმელის წამლის შეძენაზე,რის შემდეგაც მსოფლიოში არავინ აღარ დაიჯერებს რომ მათ მილიარდები მოიპარეს………….და ყველაფერ ამის შემდეგ კიდევ მე გამოვდივარ ნაცმოძრაობის უხეში და მძიმე იარაღი,აფერუმ ბიძინას სიმართლეს,თუმცა აქვე ვწუხვარ რობ დიდი ავლიპი მკვდარია,თუმცა დარჩა მისი უნიკალური გამოკვლევები ფსიქიატრიაში–აცხადებს ლეიბორისტთა პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი.

banner
წინა სტატიაშიბედუკაძის პასუხი კვესიტაძეს
შემდეგი სტატიავლადიმერ ! ლადო ! Володя ! მცირე შანსი გაქვს გამოისყიდო დიდი დანაშაული, ა ლ ა პ ა რ ა კ დ ი !!!