შალვა ნათელაშვილი განცხადებას ავრცელებს

შალვა ნათელაშვილი

შალვა ნათელაშვილიამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტით მყოფი ლეიბორისტული პარტიის ლიდერი,შალვა ნათელაშვილი დღეს, NDI-ის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგთან დაკავშირებით, სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

“ძალიან რთულია ჩემთვის ამ სტატუსის გამოქვეყნება, რადგან პარტიის ხელმძღვანელი ბუნებრივია თავისი გაერთიანების მეხოტბე უნდა იყოს, ამდენად სულ ცოტა ნამუსი რომ ჰქონოდა ე.წ NDI-ის სახელით გამოქვეყნებული კვლევის შემკვეთებს და შემსრულებლებს, მე აღარ ჩავვარდებოდი უხერხულობაში, რათა პირადად განმეცხადებინა, რომ ლეიბორისტული პარტიის რეიტინგი დღეს აჭარბებს 25 პროცენტს, ზრდადი პერსპექტივით და არანაირი პარტია ახლოსაც კი ვერ მოგვყვება, ბოლოს და ბოლოს ყოველთვე ვაკეთებთ დახურულ შიდა პარტიულ რეიტინგებს და საკუთარ თავს ხომ არ მოვატყუებთ, კარგი ამ ქაღალდებს რომ დავანებოთ თავი, ხალხში ხომ დავდივარ, ადამიანთა იმ წამიანი თვალები ყველაზე ზუსტი საზომია ამ მდგომარეობის, ხალხი ხომ მაინც არ მოგატყუებს. ამიტომ მე უკვე საჯაროდ ვიწვევ NDI-ის, ყველა სხვა დაინტერესებული პარტიის წარმომადგენლებსა და ყველას, ვისაც სჯერა ან არ სჯერა ამ მონაცემის, ერთად ჩავატაროთ გამოკვლევები. მე ამერიკაში NDI-ის უფროსებთან ცალკე მექნება საუბარი ამ უნამუსოდ ციფრებით მანიპულირებაზე, რაც უპირველესად დარტყმას აყენებს შეერთებული შტატების ავტორიტეტს და დაბრუნებისთანავე შევისწავლი ეგრედწოდებული შვედეთის განვითარების სააგენტოს საქმიანობას, რომელიც ნიუ-იორკის “კარნეგი”-ს ფონდიდან გამოყოფილი მილიონებით, რომლებიც ვითომ უნდა ხმარდებოდეს ობიექტურ კვლევებს, კვლავ გვიმრუდებს ისტორიას. სერიოზულად შევხედოთ ამ ტელეზომბირების ანატომიას, სწორედ ასეთი მეთოდებით დღეს გვპარავდნენ მომავალს და შედეგებიც სამწუხაროდ სახეზეა. მე პირადად აღარ დავუშვებ ამის გამეორებას”.

შალვა ნათელაშვილი

banner
წინა სტატიაშირომან გოცირძე:იწყება ხელისუფლების შეცვლის ახალი, საკმაოდ მძიმე და სარისკო ეტაპი
შემდეგი სტატიაირინა სარიშვილი საგანგებო განცხადებას ავრცელებს