შალვა ნათელაშვილი განცხადებას ავრცელებს

შალვა ნათელაშვილი: "სავალალოა, სავალალოა"“სამთავრობო უმრავლესობამ დაარეგისტრირა ე.წ. საარჩევნო კონსტიტუციური ცვლილებები, საიდანაც ირკვევა, რომ მილიონერთა კრიმინალი ლიდერი ივანიშვილი აპირებს 2016 წელს საპარლამენტო არჩევნების მასობრივ ფალსიფიცირებას და ამ გზით ხელისუფლებაში დარჩენას.
აღნიშნული მიზნებისთვის დატოვებულია მაჟორიტარ დეპუტატთა დამანგრეველი კორპუსი ხელუხლებლად. საარჩევნო კომისებში უარყოფილია თანასწორობა და პარიტეტი. ასევე, უარყოფილია ბიულეტინების დათვლა ვიდეო-გადაღების ქვეშ. არაა გაზიარებული არჩევნებში აუცილებელი მონაწილეობის პრინციპი.
ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, არასამთავრობო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, დავიწყოთ კონსულტაციები რეჟიმისათვის წინააღმდეგობის ფართო ფრონტისათვის საორგანიზაციოდ.
ჩვენ დღეიდან საერთაშორისო არენაზე ვიწყებთ აქტიურ მუშაობას, ივანიშვილის რეჟიმის იზოლირებისათვის, მისი მხილებისათვის, რათა ვერ შეძლოს მან განხორციელება დასახული ვერაგული გეგმებისა, ხელისუფლების უზურპირების შესახებ.
ჩვენ განვაახლებთ მოთხოვნებს გაეროში, მის საქმიანობასთან დაკავშირებით, სპეციალური საგამოძიებო კომისიის შექმნაზე, ასევე, განვაახლებთ მოთხოვნებს საფრანგეთში მის წინააღმდეგ იარაღის კონტრაბანდაზე აღძრული საქმის გამოძიების დაჩქარებაზე. გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ ივანიშვილის მილიარდები დემოკრატიულ სახელმწიფოებში დაყადაღდეს, ანგარიშები გაიყინოს, და ამ გზით მან ვერ შეძლოს აღნიშნული კრიმინალური რესურსის გამოყენება არჩევნების გასაყალბებლად.
ბრძოლა გრძელდება და ჩვენ უკან დახევას არ ვაპირებთ!”

banner
წინა სტატიაშიირაკლი სესიაშვილი დეპუტატებს შორის არსებულ უხერხულობაზე საუბრობს
შემდეგი სტატიაირაკლი ალასანია: უნდა იყოს ნაკლები თავდასხმები პრეზიდენტზე