შალვა ნათელაშვილი ბიძინა ივანიშვილს რჩევას აძლევს

შალვა ნათელაშვილი ბიძინა ივანიშვილს საფრანგეთის მოქალაქეობის დათმობას და იქ სიმდიდრის გადასახადისთვის საჭირო თანხის საქართველოში დახარჯვას ურჩევს.

ამის შესახებ მან გადაცემა არჩევანში გააკეთა განცხადება.

ლეიბორისტების ლიდერი კახელი გლეხების წინაშე დადებული პირობის შესრულებას ბიძინა ივანიშვილს სთხოვს და ამბობს, რომ მევენახეებს ყურძნის ერთ ლარად ჩაბარება მათ სწორედ ყოფილი პრემიერი დაჰპირდა.

„ამ რთველით ივანიშვილის რეჟიმმა თავი დაიმარხა,“ – ამბობს ნათელაშვილი.

„ამ ხალხს ბრტყელ-ბრტყელი სიტყვები არ უნდა, ამ ხალხს სასწრაფოდ საკითხის გადაწყვეტა უნდა. თუ არ იციან, ფული საიდან მოიტანონ, მე ვასწავლი, ჩემო ბატონო. წლის ბოლოს ბიძინა ივანიშვილმა საფრანგეთის ბიუჯეტს უნდა გადაუხადოს სიმდიდრის გადასახადი 100 მილიონი ევრო, როგორც საფრანგეთის მოქალაქემ. კეთილი ინებოს, უარი თქვას საფრანგეთის მოქალაქეობაზე და ეს 100 მილონი ევრო შეიტანოს კახეთის ვენახების გადარჩენის ფონდში,“ – აცხადებს შალვა ნათელაშვილი.

banner
წინა სტატიაში,,არავის არ სჭირდება დღეს ყურძენი, მითუმეტეს დასეტყვილი”
შემდეგი სტატია“5 ლარი რომ იყოს, 6 ენდომებათ. ეს ჩვეულებრივი მომენტია”