შალვა ნათელაშვილი ბიძინა ივანიშვილს საკუთარი ჯიბიდან ერთი მილიარდი ლარის დახარჯვას ურჩევს

შალვა ნათელაშვილი ბიძინა ივანიშვილს საკუთარი ჯიბიდან ერთი მილიარდი ლარის დახარჯვას ურჩევს

შალვა ნათელაშვილი ბიძინა ივანიშვილს საკუთარი ჯიბიდან ერთი მილიარდი ლარის დახარჯვას ურჩევსლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი ბიძინა ივანიშვილს საკუთარი ჯიბიდან ერთი მილიარდი ლარის დახარჯვას ურჩევს, რაც, მისი თქმით, ქვეყანას შექმნილი მდგომარეობიდან გამოიყვანს და ყოფილ პრემიერს “ცოდვებს შეუმსუბუქებს.”

შალვა ნათელაშვილი ვალუტის დევალვაციის შემდეგ ფასების მოსალოდნელ ზრდაზე აკეთებს კომენტარს.

„ლარი ასცდა 2,20-ს, ანუ გადასცდა ფსიქოლოგიურ და კრიტიკულ ზღვარს, რომლის შემდეგაც იწყება ძალიან დიდი გაძვირება არა მარტო საბანკო კრედიტების, არამედ პირველადი მოთხოვნილების პროდუქტებზე და აგრეთვე წამლებზე. მოვუწოდებ ბიძინა ივანიშვილს, საკუთარი 14 მილიარდიდან, აგრეთვე თანაინვესტირების ფონდში მის მიერ მიზიდული 12 მილიარდიდან გამოყოს ერთი მილიარდი ლარი, რაც გადაარჩენს ქვეყანას და ოდნავ შეუმსუბუქებს იმ ცოდვებს, რომელიც მას ერის და ბერის წინაშე კისერზე ადევს,”- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიოპოზიციური პოლიტიკური პარტია პიარზე ფიქრობს –დავით საგანელიძე
შემდეგი სტატიაარც საქართველოს და არც უკრაინას არ დაუწყიათ ომი-გიორგი მარგველაშვილი