“შალვა აბულაძის ინფორმაციაზე, რომელიც მის მიმართ საფრთხეებს გულისხმობს, კანონით გათვალისწინებული რეაგირება მოხდება”

ბრალდებულ შალვა აბულაძის ინფორმაციაზე, რომელიც მის მიმართ საფრთხეებს გულისხმობს, კანონით გათვალისწინებული რეაგირება მოხდება, – ამის შესახებ საქალაქო სასამართლოში აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებული სხდომის დასრულების შემდეგ საქმის პროკურორმა დავით ნეფარიძემ განაცხადა. პროკურორის თქმით, ის ინფორმაცია, რომელიც ბრალდებულმა სასამართლოს წინაშე გაახმოვანა, პროკურატურისთვის ამ დრომდე უცნობი იყო.
“ინფორმაცია ბრალდების მხარისთვის დღეს გახდა ცნობილი, კანონით გათვალისწინებული რეაგირება მოხდება იმაზე, რაც თქვა ბრალდებულმა”, – განაცხადა პროკურორმა.
ბრალდებული შალვა აბულაძე, მის მთავარ მტრად მამუკა ხაზარაძეს ასახელებს. როგორც აბულაძემ პროცესზე განაცხადა, იგი თანახმაა პატიმრობაში დარჩეს, რადგან გათავისუფლების შემთხვევაში მისი ფიზიკური ანგარიშსწორების საფრთხე არსებობს.
პროკურორ დავით ნეფარიძის განმარტებით, შალვა აბულაძეს ბრალად ედება ორი პოლიციელის სიცოცხლის მოსპობა 23 იანვარსა და 4 აპრილს, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება.

banner
წინა სტატიაშიშალვა აბულაძე პატიმრობაში რჩება
შემდეგი სტატიაიერუსალიმში მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა