შალვა აბულაძის დასაკავებლად ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლევან იზორიას განცხადებით, შალვა აბულაძის დაკავების მიზნით, ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს.
“ვერ ვიტყვი, რომ ადგილი აქვს დაკავების პროცესის გაჭიანურებას, როცა ასეთი სპეციფიკის დანაშაულთან გვაქვს საქმე, ეს ითხოვს დროს, ითხოვს სერიოზულ დაგეგმვას. ბუნებრივია, ამ პირის დაკავების მიზნით, ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს”, – განუცხადა ჟურნალისტებს ლევან იზორიამ.
შალვა აბულაძის ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით ინტენსიური ოპერატიულ–სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს. გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის “ა” და “ვ” ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 16 წლიდან 20 წლამდე ვადით, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.

banner
წინა სტატიაში,,არმატა,,ს შვილობილი საიდუმლო რუსული БМП Т-15 (ვიდეო)
შემდეგი სტატიაარჩილ კბილაშვილი აღკვეთის ღონისძიებათა სისტემის რეფორმის აუცილებლობაზე საუბრობს