შალვა აბულაძე: ჩემი პირველი და ყველაზე დიდი მტერი იყო მამუკა ხაზარაძე

ჩემი პირველი და ყველაზე დიდი მტერი იყო მამუკა ხაზარაძე, – ამის შესახებ ბრალდებულმა შალვა აბულაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა. მისი თქმით, მამუკა ხაზარაძის გამოა ამ მდგომარეობაში. აღნიშნული განცხადება შალვა აბულაძემ ადვოკატის პოზიციის დაფიქსირების შემდეგ გააკეთა.
ადვოკატმა აღნიშნა, რომ სურს მისი დაცვის ქვეშ მყოფი პატიმრობაში დარჩეს, რადგან თავისუფლების შემთხვევაში საფრთხე ემუქრება. ადვოკატმა აღნიშნა, რომ იმედი აქვს საპატიმროში მისი დაცვის ქვეშ მყოფს საფრთხე არ დაემუქრება. ამის შემდეგ დაინტერესდა მოსამართლე ბრალდებულის პოზიციით.
“ჩემი მეგობრის 19 წლის ორსული საცოლე აწამეს, ჩემს სასტუმროში ლიმონკები შეყარეს. ფაქტები პროკურატურაშია. ვისაც გამარჯობა ვუთხარი ყველას რაღაც დაუშავეს და ვინმეს სჯერა, რომ თავისუფლების შემთხვევაში საფრთხე არ მემუქრება? ყველამ ყველაფერი იცის. პატარა ბავშვები ხომ არ ვართ” , – განაცხადა შალვა აბულაძემ.

banner
წინა სტატიაშიშალვა აბულაძის საქმეში ახალი ადვოკატი ერთვება
შემდეგი სტატიაშალვა აბულაძე პატიმრობაში რჩება