შალვა აბულაძე პატიმრობაში რჩება

ორი პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულს შალვა აბულაძეს, აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული პატირობა დაუდასტურდა და შესაბამისად იგი პატიმრობაში რჩება.
მოსამართლე ბადრი შონიამ დააკმაყოფილა ქალაქის პროკურატურის შუამდგომლობა პატიმრობის დადასტურებასთან დაკავშირებით, რომელსაც არც დაცვის მხარე შეწინააღმდეგებია.
ბრალდებულის ადვოკატმა, ისევე როგორც თავად აბულაძემ პროცესზე განაცხადეს, რომ პატიმრობას ეთანხმებიან, რადგან თავისუფლების შემთხვევაში აბულაძის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების საფრთხე არსებობს.
წინასასამართლო სხდომა აბულაძის საქმეზე, რომელშიც ორი პოლიციელის მკვლელობის ეპიზოდია გაერთიანებული, 22 მაისს გაიმართება.
პროკურორ დავით ნეფარიძის განმარტებით, ბრალდებულს ბრალად ედება ორი პოლიციელის სიცოცხლის მოსპობა 23 იანვარსა და 4 აპრილს, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება.

banner
წინა სტატიაშიშალვა აბულაძე: ჩემი პირველი და ყველაზე დიდი მტერი იყო მამუკა ხაზარაძე
შემდეგი სტატია“შალვა აბულაძის ინფორმაციაზე, რომელიც მის მიმართ საფრთხეებს გულისხმობს, კანონით გათვალისწინებული რეაგირება მოხდება”