შალვა აბულაძე დაკავებულია

პოლიციელის მკვლელობაში ეჭვმიტანილი შალვა აბულაძე დაკავებულია. პოლიცია მას კვირაზე მეტ ხანს ეძებდა.

შალვა აბულაძე ბორჯომში ერთ ერთ მიტოვებულ სახლში დააკავეს. ამ წუთებში ის უკვე ბორჯომიდან თბილისში გადმოყავთ. აბულაძეს, სავარაუდოდ, დღეს ოფიციალურად წარუდგენენ ბრალს და სასამართლო დღესვე შეუფარდებს აღკვეთის ღონისძიებას.

დაკავებულ აბულაძეს ბრალად ედება ორი პოლიციელის მკვლელობა. თავდასხმის ბოლო შემთხვევა 4 აპრილს თბილისში მოხდა. ვარკეთილში ის ორმა პოლიციელმა გადამოწმების მიზნით გააჩერა, რა დროსაც აბულაძემ ცეცხლი გახსნა. შედეგად დაიღუპა პოლიციელი ბექა მარგიშვილი. დაიჭრა მეორე პოლიციელი ვალერიან გრძელიშვილი.

 

banner
წინა სტატიაშიდღეს დიდი (წითელი) პარასკევია
შემდეგი სტატიაიერუსალიმში წითელ პარასკევს აღნიშნავენ