შალვა აბულაძემ პასუხი კანონის სრული სიმკაცრით უნდა აგოს – საპარლემტო უმრავლესობა ეჭვმიტანილის დაკავებას ეხმაურება

სხდომის ჩაშლა კარგი ფაქტი არ არის და ადრე თუ გვიან დებატები აუცილებლად უნდა ჩატარდეს.

შალვა აბულაძის დაკავებას გამოეხმაურნენ მმართველი გუნდის წევრები. საპარლამენტო უმრავლესობაში მიიჩნევენ, რომ სპეცოპერაცია წარმატებით ჩატარდა. დაკავებულმა კი პასუხი კანონის სრული სიმკაცრით უნდა აგოს.

პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნება – რესპუბლიკელების წევრი გიგლა აგულაშვილის განცხადებით, გამოძიება უნდა დაინტერესდეს იმ ფაქტორებით, რამაც განაპირობა ადამიანის ასეთი ტრანსფორმაცია.

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე სამართალდამცველებს წარმატებული ოპერაციის ჩატარებას ულოცავს. მისი თქმით, სანამ ქვეყანაში ასეთი ფაქტები ხდება, ხელისუფლებას, მათ შორის პარალამენტსაც არ აქვს თვითკმაყოფილების უფლება.

„ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა დაცული იყოს თითოეული მოქალაქის და სამართალდამცველების უსაფრთხოება,“ – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის გიორგი კახიანის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ შალვა აბულაძის დაკავება მარტივი იქნებოდა, მისი არაორდინალურ პიროვნებიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძალიან ოპერატიულად იმუშავა.

banner
წინა სტატიაშიპროკურორი გერგედავას საქმისთვის ბრალდებულის სამუდამო პატიმრობას ითხოვს
შემდეგი სტატია“დაიცავი დედა ენა”-აფხაზთა კრების ორგანიზაციების აქცია 14 აპრილს გაიმართება