შავნაბადაზე ხანძარი ლიკვიდირებულია

შავნაბადაზე, თავდაცვის სამინისტროს ბაზის მიმდებარედ გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. როგორც “თაიმერს” შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ადგილზე 7 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა.
“დაახლოებით, 3-4 ჰექტარზე ბალახი, ბუჩქები და წიწვოვანი ხეები იწვოდა. ამ დროისთვის ცეცხლი ჩამქრალია. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა”, – განაცხადეს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.

banner
წინა სტატიაშიმილიარდელი ივანიშვილის ხელისუფლება, ძალიან მალე უნდა ჩამოშორდეს ხელისუფლების მართვის სადავეებს
შემდეგი სტატიაირაკლი ალასანია ხულოში მოსახლეობას შეხვდა