,,ყოფილ პრეზიდენტს არ ეკადრება…- იაცენუკი სააკაშვილს პასუხობს”

იაცენიუკს გაერთიანებული ნანთობკომპანიის შექმნა სურს

უკრაინის პრემიერ მინისტრი მიხეილ სააკაშვილს პასუხობს, რომელმაც არსენი იაცენიუკი რეფორმების საბოტაჟში დაადანაშაულა.
პრემიერის განცხადებით, ემოციები და დაუსაბუთებელი ბრალდებები მოწინააღმდეგის წისქვილზე ასხამს წყალს. “მესმის იმ ემოციურობისა, რომელიც გააჩნია მიხეილ სააკაშვილს. მესმის, როგორ უჭირს. ყველას უჭირს… ემოციურობა და დაუსაბუთებელი ბრალდებები მხოლოდ მათ წისქვილზე ასხამს წყალს, ვინც ქვეყანაში რეფორმებისა და რეალური ცვლილებების წინააღმდეგია. ყოფილ პრეზიდენტს არ ეკადრება ცრუ ჩვენებების მიცემა”, – განაცხადა არსენი იაცენიუკმა დღევანდელ ბრიფინგზე. ამავდროულად, პრემიერმა აღნიშნა, რომ სააკაშვილის მოკავშირეა.
მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის პრემიერ მინისტრი ოლიგარქების სასარგებლო გადაწყვეტილებების მიღებაში დაადანაშაულა.

banner
წინა სტატიაშიმედიის დამოუკიდებლობის რეიტინგში საქართველოს პოზიცია გაუმჯობესდა
შემდეგი სტატია26 წლის ნინოს სიცოცხლის გადასარჩენად დახმარება ესაჭიროება