ყოფილი ტურბაზა „ქართლის“ კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრებ დევნილებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და ვეტერანთა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ირაკლი შიხიაშვილმა, თბილისის ზღვაზე ყოფილი ტურბაზა „ქართლის“ კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრები 273 დევნილი ოჯახი მოინახულეს.
შენობა ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა და დევნილებს მართლაც უმძიმეს პირობებში უწევთ ცხოვრება. დაისახა სამომავლო გეგმები რამდენიმე მიმართულებით. ერთერთ ვარიანტად განიხილება შენობის სრული რეაბილიტაცია, რისთვისაც დევნილთა სამინისტროს განსაზღვრული აქვს 2 500 000 ლარის გამოყოფა.
დევნილთა სამინისტრო და თბილისის მერია ერთობლივად, უმოკლეს ვადებში მიიღებს გადაწყვეტილებას აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად.

banner
წინა სტატიაშისაკონსტიტუციო ცვლილებისთვის საჭირო ქვორუმი შემცირდება
შემდეგი სტატიამთავარ პროკურატურაში ბესო ხარძიანის შვილის დაკითხვა რამდენიმე საათია გრძელდება