ყოფილი თავისუფალი დემოკრატები საკრებულოში მუშობას დამოუკიდებელ ფრაქციად განაგრძობენ

ყოფილმა თავისუფალმა დემოკრატებმა განცხადება გაავრცელეს. დედაქალაქის საკრებულოს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებში ნათქვამია, რომ ისინი მუშობას დამოუკიდებელ ფრაქციად განაგრძობენ.

მათი განმარტებით, 2015 წლის 31 მარტს მათ წერილობით მიმართეს პარტია თავისუფალ დემოკრატებს პარტიიდან გასვლასთან დაკავშირებით, რის პასუხადაც პარტიის გუშინდელი განცხადება მიიღეს.

“გზა, რომელიც თავისუფალმა დემოკრატებმა ერთად გავიარეთ, იყო საკმაოდ რთული და მძიმე. იყო ბრძოლა ცხრაწლიანი რეჟიმის წინააღმდეგ და ვფიქრობთ, მის დამარცხებაში ჩვენ ჩვენი წვლილი შევიტანეთ. ერთად მივაღწიეთ ქვეყნის მართლაც თავისუფალ და დემოკრატიულ განვითარებას და გვინდა ყველა იმ ადამიანს, ვისთან ერთადაც ეს გზა გავიარეთ, დიდი მადლობა გადავუხადოთ, თუმცა ბოლო პერიოდში რიგ საკითხებზე პარტიასა და ჩვენ შორის თანხვედრა არ იყო, რაც გვინდა აღვნიშნოთ, ჩვენი შიდა და პირადი საკითხია,” – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ თავისუფალმა დემოკრატებმა facebook-ის საკუთარ გვერდზე გუშინ სპეციალური განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია, რომ მათი ფრაქცია საკრებულოში საქმიანობას წყვეტს.

banner
წინა სტატიაში“გიგი უგულავა დღეიდან უკანონო პატიმარია,” – უგულავას ადვოკატი
შემდეგი სტატიაეთნიკურად არაქართველი მოქალაქეებისთვის ქართული ენის შემსწავლელი კურსები გაიხსნა