,,ყოველთვის წამოვაძახებ იმ 2 წელს, რაც მათ ივანიშვილის მთავრობაში გაატარეს”-უგულავა ალასანიას პარტიაზე

თბილისის ყოფილი მერი თავისუფალ დემოკრატებთან შესაძლო გაერთიანებაზე საუბრობს და ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობა და ალასანიას გუნდი წარსულზე ვერ შეთანხმდებიან. ამის შესახებ გიგი უგულავამ გადაცემა არჩევანში ისაუბრა.

„ჩვენ ვერ შევთანხმდებით წარსულზე, ისინი მუდმივად ისაუბრებენ 9 წლიან მმართველობაზე, მე ყოველთვის წამოვაძახებ იმ 2 წელს, რაც მათ ივანიშვილის მთავრობაში გაატარეს. აზრი არ აქვს იმას, რომ წარსულზე ვილაპარაკოთ, რადგან მოსახლეობას უნდა საუბარი მომავალზე,“ – განაცხადა გიგი უგულავა.

უგულავა ფიქრობს, რომ ოპოზიციური პარტიები მიდიან იმ კონდიციამდე, რომ დღეს მთავარი პრობლემა არის ბიძინა ივანიშვილი, „ეს განცდა კი იძლევა შესაძლებლობას, რომ სხვადსხვა პოლიტიკურ პარტიებთან ვითანამშრომლობთ,“ – ამბობს გიგი უგულავა, რომელიც აქვე ხაზს უსვამს, რომ ის თანამშრომლობაში არ გულისხმობს პრორუსული მიმართულების პოლიტიკურ ძალებს.

უგულავა თავისუფალ დემოკრატებს მისი მხარდამჭერის განცხადებების გამო მადლობას უხდის. ამბობს, რომ ციხე პანაშვიდს ჰგავს, სადაც ყველა მომსვლელი ახსოვთ-„ასე იმახსოვრებ ყველა განცხადებას,“-აღნიშნა უგულავამ.

banner
წინა სტატიაში“ნაციონალური მოძრაობა არის გარანტი, რომ ივანიშვილის ხელისუფლება წავა ხელისუფლებიდან”
შემდეგი სტატია“ის გააგდეს ქვეყნიდან” – უგულავა სააკაშვილზე