ყირიმში ჩასულ ფრანგ დეპუტატებს უკრაინაში შესვლა აეკრძალებათ…

უკრაინული მედიით გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ფრანგი დეპუტატების 10 კაციანი ჯგუფის ყირიმში შესაძლო ჩასვლას უპასუხისმგებლო უწოდა…

გავრცელებული ინფორმაციით, საფრანგეთის ნაციონალური კრების 10-მა დეპუტატმა, რომელთაც საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრი, პარლამენტარი ტიერი მარიანი ხელმძღვანელობს, გადაწყვიტა ხუთშაბათს მოსკოვში გასამართი შეხვედრების შემდეგ ყირიმი მოინახულოს და ადგილობრივ ხელმძღვანელობას შეხვდეს… ეს ნაბიჯი კი, უკრაინის ხელისუფლებასთან არ ყოფილა შეთანხმებული.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ,,ფრანგი დეპუტატების ეს გადაწყვეტილება, არის უპასუხისმგებლო, უპატივცემლობა უკრაინის სუვერენიტეტის და უკრაინული კანონების შეგნებული დარღვევა,, ამასთან დაკავშირებით უკრაინის საგარეო უწყება აფრთხილებს უცხოელ მოქალაქეებს იმ პასუხისმგებლობაზე, რომელიც შეიძლება მათ დაეკისროთ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ შესვლის შემთხვევაში… რაც  სხვა შეზღუდვებთან ერთად უკრაინაში შესვლის აკრძალვასაც ისახავს მიზნად.

banner
წინა სტატიაშივიქტორ დოლიძე: უსაფრთხოების სამსახური ვერ იქნება დეპოლიტიზირებული
შემდეგი სტატიავახტანგ გომელაური: ყველა ვინც ნდობა გამომიცხადა დარწმუნდება, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღეს