ყირიმში ქართველი „კანონიერი ქურდი“ ილია სიმონია დააკავეს

ყირიმში ქართველი „კანონიერი ქურდი“, კრიმინალურ სამყაროში – მახოდ ცნობილი, 57 წლის ილია სიმონია, დააკავეს. ყირიმის ე.წ.შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რამდენიმე წლის განმავლობაში ილია სიმონიაზე საერთაშორისო ძებნა იყო გამოცხადებული.
სამართალდამცველებმა კრიმინალური ავტორიტეტის სახლის ჩხრეკისას იარაღი და საბრძოლო მასალაც ამოიღეს.

რუსული მედიის ინფორმაციით, სიმონიანი 16 წლის ასაკში, 1974 წელს „მოინათლა.“ თუმცა რამდენიმე კრიმინალურ ავტორირეტთან დაპირისპირების გამო, მისი სტატუსი „ჰაერშია გამოკიდებული.“

banner
წინა სტატიაშიშენგენის ზონაში სასაზღვრო კონტროლი წესდება
შემდეგი სტატიაავსტრალიის მთავრობის ორმა მნიშვნელოვანმა წევრმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ტონი ებოტის თანამდებობიდან გათავისუფლება მოითხოვა