ყირიმის თათართა ტელევიზიაზე რუსი სამართალდამცავები ზეწოლას აძლიერებენ

10951472_405368286290031_1150020004_nრუსეთის შსს საგამოძიებო კომიტეტის და მედიაციის სამსახურის გადაწყვეტილებით, ყირიმის თათრული ტელევიზიის ,,ა-ტე-ერ,,ის ოფისში 7 საათიანი ჩხრეკა და სამძებრო ღონისძიებები განხორციელდა. როგორც ტელეკომპანიის გენერალმა დირექტორმა ელზარა ისლამოვამ ჟურნალისტებს განუცხადა, სამართალდამცავები ჩხეკის საფუძვლად იმ ვიდეო კადრების ამოღებას ასახელებენ, რომელიც მათი აზრით 2014 წლის 26 თებერვალს, ყირიმის პარლამენტის წინ მოწყობილი მიტინგის დროს იქნა გადაღებული. ისლამოვას აზრით, საგამოძიებო კომიტეტმა, ტელევიზიის მიერ თითქოსდა გადამალული ერთი ვიდეოს გამო დაიწყო სამძებრო ღონისძიებები, თუმცა სინამდვილეში მათი მიზანი ტელეკომპანიაზე ზეწოლაა. თავად რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის წევრები კი, 26 თებერვლის მიტინგის საქმესთან დაკავშირებით (რომლის დროსაც პრორუსული პარლამენტის წინააღმდეგ პროტესტს 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა) ისლამოვას მხრიდან გამოძიებისთვის ინფორმაციის დამალვას ასახელებენ.
ცნობისთვის, ყირიმელი თათრების უმეტესობა და მათი ტელევიზიაც, ყირიმის უკრაინის იურისდიქციაში დარჩენას უჭერენ მხარს.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის წერილი მიიღო
შემდეგი სტატიაგენერალური შტაბის უფროსი თავდაცვის ატაშეებს შეხვდა