ყირგიზეთში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკშიც. დემონსტრანტები ქვეყნის პარლამენტთან არიან შეკრებილი და საკონსტიტუციო ცვლილებებს აპროტესტებენ.

მიტინგში 500-მდე ადამიანი მონაწილეობს, რომლებიც დეპუტატებს მოუწოდებენ არ დაუშვან ქვეყნის მთავარი კანონის შეცვლა.

საკანონმდებლო ცვლილებები ყირგიზეთში უზენაესი სასამართლოს სტრუქტურის შეცვლას ითვალიწსინებს. ახალი ინიციატივის თანახმად, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და მისი მოადგილეები პრეზიდენტმა უნდა დანიშნოს. ასევე იცვლება საკონსტიტუციო პალატის სტატუსიც და იგეგმება მისი გამოყოფა სასამართლო ორგანოების შემადგენლობიდან.

ოპონენტების აზრით ეს ცვლილებები დემოკრატიას ეწინააღმდეგება.

banner
წინა სტატიაშიყვითელი სამარშუტო ტაქსები და მათი კონდიცირება- “თბილისის მიკროავტობუსი” განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაგორის რაიონის სოფელ დიციდან საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გაიტაცეს