ყვითელი სამარშუტო ტაქსები და მათი კონდიცირება- “თბილისის მიკროავტობუსი” განცხადებას ავრცელებს

“თბილისის მიკროავტობუსი” მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ სამარშრუტო ტაქსებში კონდიცირებასთან დაკავშირებით პრობლემები კომპანიის საინფორმაციო ცენტრში დააფიქსიროს. როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მძღოლები ვალდებულები არიან გამაგრილებელი მოწყობილებები ჩართონ.

“კომპანია “თბილისის მიკროავტობუსი” მგზავრებს მიმართავს და მოუწოდებს რომ უკმაყოფილების შემთხვევაში დარეკონ კომპანიის საინფორმაციო ცენტრში ტ: 2 200 340. ამასთანავე, მოგახსენებთ, რომ კომპანია “თბილისის მიკროავტობუსი” კატეგორიულად ითხოვს მძღოლებისგან კონდინციონერების ჩართვას. მონიტორინგის ჯგუფები, რეგულარულად ამოწმებენ მიკროავტობუსებს, ხვალ საღამოდან კომპანია გაასაჯაროებს რეაგირების შედეგებს. იმ შემთხვევაში თუ შემოვა შეტყობინება, რომ რომელიმე მძღოლი არ რთავს გასაგრილებელ საშუალებას და თუ ეს შეტყობინება დადასტურდება, გატარდება შესაბამისი სანქციები, კერძოდ, 1. პირველ შემთხვევაზე მძღოლს ეძლევა სიტყვიერი გაფრთხილება; 2. მეორე შემთხვევაზე მძღოლს ერთი კვირით ეზღუდება სატრნასპორტო საშუალების მართვა; 3. მესამე შემთხვევის დაფიქსირების შემთხვევაში, მძღოლთან კომპანია წყვეტს ხელშეკრულებას”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომპანიის განცხადებით, კომპანია “თბილისის მიკროავტობუსმა” ზაფხულის დადგომამდე 200 ათასს ლარზე მეტი ხარჯი გასწია სამარშუტო ტაქსებში გასაგრილებელ საშუალებებთან დაკავშირებული ტექნიკური ხარვეზების აღმოსაფხრელად.

“დედაქალაქის მასშტაბით ყველა მიკროავტობუსში მუშაობს კონდინციონერი, გარდა ამისა კომპანიამ გაითვალისწინა რა მძღოლების ინტერესებიც, შეუმცირა მათ სეზონურად ყოველდღიური გადასახდელი, რაც თავისთავად მძღოლს ავალდებულებს მგზავრებისთვის კომფორტული პირობების შექმნას და გასაგრილებელი მოწყობილობის ჩართვას”, – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიე.წ. კაბელების საქმეზე უზენაესი სასამართლო განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაყირგიზეთში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს