ყველა უბედურება ზურაბ ჟვანიას სინდისზეა – აცხადებს ნათელაშვილი

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი, ,,ფეისბუქის,, საკუთარ გვერდზე განთავსებულ ,,სტატუსში,,  საქართველოს უახლესი ისტორიის მანძილზე დატრიალებული ყველა უბედურების სათავედ 10 წლის წინ გარდაცვლილ ზურაბ ჟვანიას მიიჩნევს…

,,თუ ვინმე გულწრფელს ვაწყენინებ და ალბათ ვაწყენინებ კიდეც ამ სტატუსით, წინასწარ ვუხდი ბოდიშს.
ქართველ ერს, მის მენტალობას, მეობას, ისტორიას, ისეთი დიდი მოძულე როგორიც ზურაბ ჟვანია იყო არ ჰყოლია, არც შიგნით და არც გარეთ არასოდეს. ამ პიროვნების სინდისზეა ყველა უბედურება რაც გადაგვხდა, შევარდნაძიზმის მეორედ მოსვლა, მანამდე გადატრიალების და სამოქალაქო ომის იდეოლოგიური მომზადება, ქვეყნის მხედრიონიზაცია, მოქკავშირის დიქტატურა, მიხეილ სააკაშვილის ჩამოყვანა ამერიკიდან და მისი გაბატონება, ეროვნული ტრადიციების, იდეოლოგიის და სარწმუნოების წამბილწავი პროცესების ხელმძღვანელობა და უამრავი ანტიქართული არასამთავრობო ორგანიზაცია, ექსპერტ, პოლიტოლოგების წამოჩიტვა, პოლიტიკური დამანგრეველი კორუფციის ცხოვრების წესად გადაქცევა სახელმწიფოში, ყოველივე ქართულის უარყოფა და ჩამორჩენილობად გამოცხადება, რაც არანაკლებ მთავარია არჩევნების მასობრივი გაყალბება მსოფლიოში უპრეცენდენტო მაშტაბით, დაუსჯელად, წლების მანძილზე .

ყველა ამ პროცესის მსხვერპლი თითონვე გახდა,როგორც ავტორი. და კიდევ გამოთქმა რომ მიცვალებულებზე ან კარგს ამბობენ ან არაფერს—ამ შემთხვევაში ზედმეტია, რადგან განსხვავებით სხვა მოკვდავებისგან, პოლიტიკოსთა მიერ ჩადენილი კარგი ან ავი საქმენი , მათი სიკვდილის შემდეგაც აგრძელებენ სიცოცხლეს… ამიტომ მათ უნდა ახლავე იცოდნენ რომ სიკვდილი არ ათვისუფლებთ მორალურ-ზნეობრივი პასუხისმგებლობისაგან,,

,,მე პასუხისმგებელი ვარ ამ შეფასებაზე ისტორიისა და მომავლის წინაშე,, აცხადებს საკუთარი ,,სტატუსის,, კომენტარებში შალვა ნათელაშვილი.

banner
წინა სტატიაშიირინა სარიშვილი შალვა რამიშვილს: შენც, შენ ბელადსაც, ყველა ქოცს … ერთად და ცალ–ცალკე მოგიტ***თ დედის ქოცი!!!
შემდეგი სტატიამთავრობის წევრები უკრაინაში დაღუპული გიორგი ჯანელიძის ოჯახს სამძიმარს უცხადებენ