,,ყველა პარლამენტარს ვინც ,,LGBT,, დროშა აფრიალა თავზე საღებავს გადავასხამთ,,

1977064_1498075733796538_1982653331738820699_n,,გუშინ საქართველოს პარლამენტში რამდენიმე კანონმდებლის მიერ ,,ლგბტ,, დროშის ფრიალის და ,,ლგბტ,, აქციაში მონაწილეობის საპასუხოდ გადავწყვიტე კონკრეტულ პირებს ბრიფინგის გამართვის საშუალება არ მივცე და ნებისმიერ პრესკლუბში მივაკითხო.
მსურს ჩვენს კანონმდებლებს ბავშვობის ოცნების ასრულებაში დავეხმარო, ვხელმძღვანელობ ლგბტ დამცველთა სლოგანით “გაფერადდი”, და ვიწყებ აქციას “გააფერადე ლგბტ დამცველი”.
– თითოეულ კანონმდებელს, რომელიც გუშინ ,,ლგბტ,, აქციას ესწრებოდა ან პარლამენტში ,,ლგბტ,, დროშა აფრიალა თავზე იისფერი საღებავი გადაესხმევა, როგორც ,,ლგბტ,, სოლიდარობის ფერი,, აცხადებს საინიციატივო ჯგუფის ლიდერი ბექა ცხადაძე, რომელმაც მოსახლეობას თავი, 2012-13 წლებში ,,LGBT,, პირების კონტრაქციების ორგანიზატორობით დაამახსოვრა.
ბექა ცხადაძემ ,,თაიმერის,, რანდენიმე კითხვასაც უპასუხა..

-ბექა! რასაც შენ აცხადებ ამის ორგანიზებას მარტო გეგმავ თუ ჯგუფი ხართ?
-რა თქმა უნდა საინიციატივო ჯგუფი ვართ, მაგრამ ამის შესასრულებლად უკვე საკმაოდ ბევრი თანამოაზრე გამომიჩნდა… ამას გარდა, ყველას ვინც თვლის, რომ კანონმდებლებს ხელფასს სქესში გაურკვეველთა ორგიების მოსაწყობად არ უხდის, აქციაში ჩართვისკენ მოვუწოდებთ.
-კერძოდ რომელი პარლამენტარები გყავთ მხედველობაში… ვისაც საღებავი უნდა გადაასხათ?
-პარტიული კუთვნილების მიუხედავად… ერის აბსოლიტური უმრავლესობის მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობის გამო, თითოეული ,,ლგბტ,, აგიტატორი პარლამენტარი საკადრისს პასუხს მიიღებს.
-ჩანაფიქრის ასრულების შემთხვევაში იურიდიულ პასუხისმგებლობაზე გიფიქრიათ? თუ… საღებავიც კვერცის დონეზეა იურიდიულად?
-წიწილებიანი კვერცხების სროლას არ ვაპირებთ… დანარჩენზე მზად ვართ პასუხი ვაგოთ… მაგრამ ვფიქრობ ადამიანი, რომელიც ყველა საზიზღრობას გამოხატვის თავისუფლებად ნათლავს, სამართალდამცავ ორგანოებს არ უნდა მიმართავდეს ჯანმრთელობისთვის უვნებელი საღებავის მათზე გამოყენების გამო. პირობას ვდებ იაფფასიან საღებავს არ გამოვიყენებ.

ესაუბრა კახაბერ ადამია

TIMER-AA

banner
წინა სტატიაშინატო დარწმუნებული არ არის რუსეთის მზაობაში
შემდეგი სტატიალიტვაში შესაძლებელია კგბ-ს აგენტების სია გამოაქვეყნონ