“ყველა მხრივ უნდა შემოწმდეს, რამდენად იქნება კანდიდატი პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალი”

კრძალვა, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე არ უნდა იყოს პარტიის წევრი, კანონმდებლობაში არ არსებობს, მაგრამ ყველა მხრივ უნდა შემოწმდეს, რამდენად იქნება კანდიდატი პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილმა განუცხადა.
რაც შეეხება უშუალოდ კრიტერიუმებს, რასაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე უნდა აკმაყოფილებდეს, მისი აზრით, ესენია კეთილსინდისიერება და პროფესიონალიზმი.
“ადამიანი, რომელიც ამ პოსტზე ინიშნება უნდა იყოს ორი ყველაზე მთავარი კრიტერიუმის მიხედვით შერჩეული. ესენია – კეთილსინდისიერება და პროფესიონალიზმი. ასევე დამატებით ჰქონდეს ის პრინციპულობა, რაც აუცილებელია ამ თანამდებობაზე მუშაობისთვის, თუმცა, ეს არის პრეზიდენტის გადასაწყვეტი. დარწმუნებული ვარ, გონივრული იქნება მისი გადაწყვეტილება და ღირსეული ადამიანი წარედგინება პარლამენტს. რაც შეეხება პარტიის წევრობას, კონკრეტული კრიტერიუმები და აკრძალვა თავმჯდომარისთვის, რომ არ უნდა იყოს პარტიიდან, კანონმდებლობაში არ დევს, თუმცა, ბუნებრივია, ყველა მხრივ უნდა შემოწმდეს, პოლიტიკურ პარტიაში ყოფნის გამო, რამდენად თავისუფალი იქნება ის პოლიტიკური გავლენისგან”, – აღნიშნა კუბლაშვილმა.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე კოტე კუბლაშვილს უფლებამოსილების ვადა 23 თებერვალს ეწურება.

banner
წინა სტატიაშიდავით ნარმანია: მაქსიმალურად ხელს ვუწყობთ ჯოკია ბოდოკიაზე მიმდინარე გამოძიებას
შემდეგი სტატიაპოლიციელთა მასშტაბური გაფიცვა იტალიაში