„ყველა დაპირება სრულდება, შესრულების პროცესშია და აუცილებლად შესრულდება“

მთავრობა არ იყო ინფორმირებული იმის შესახებ, რომ ერთ-ერთი მტაცებელი ისევ თბილისის ქუჩებში დადიოდა

ვიცე-პრემიერ კახი კალაძის განცხადებით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ის ცვლილება განხორციელდება, რითაც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაკმაყოფილდება.

მისი თქმით, ის რეფორმები, რომელსაც ხელისუფლება განახორციელებს, საარჩევნო სისტემისთვის იქნება კარგი.

„რაც შეეხება დაპირებებს, ყველა დაპირება სრულდება, შესრულების პროცესშია და აუცილებლად შესრულდება. ამასთან, რაც შეეხება საარჩევნო სისტემის ცვლილებას, თქვენ იცით, რომ სარჩელი იყო შეტანილი საკონსტიტუციოში, ამ საკითხთან დაკავშირებით და ამ მიმართულებით პარლამენტი მუშაობს. განხორციელდება ის ცვლილება, რითაც სარჩელი დაკმაყოფილდება. 2020 წლისთვის, თქვენ იცით, რომ სრულიად კონსტიტუციაში მოხდება ცვლილება საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით და მე ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნის დემოკრატიის განვითარებისთვის, ის რეფორმები, რომლებიც ჩვენ განვახორციელეთ თვითმმართველობასთან, საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით, საარჩევნო სისტემისთვის იქნება კარგი“, – განაცხადა კალაძემ.

banner
წინა სტატიაში„ვეღარ დავუშვებთ, რომ ცალკეული პოლიტიკოსების გაუაზრებელი ნაბიჯების გამო ჩვენი მოქალაქეები დაიღუპონ“
შემდეგი სტატიაპატარკაციშვილის ოჯახი „ქართუს“ აქციებით დაინტერესდა?