ყველა დანაშაულს, რომელსაც კრიმინალური სამყარო განიზრახავს, უმკაცრესი პასუხი გაეცემა

ყველა დანაშაულს, რომელსაც კრიმინალური სამყარო განიზრახავს, უმკაცრესი პასუხი გაეცემა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა განუცხადა, რომელიც ქაშუეთის ტაძარში მოკლული პოლიციელის ბექა მარგიშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა.
“ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს და ერთი რამ შემიძლია მოკლედ ვთქვა, რომ ამ საზარელ დანაშაულს უმკაცრესი პასუხი უნდა გაეცეს. დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება, უმკაცრესი პასუხი გაეცემა ამ და ყველა სხვა დანაშაულს, რომელსაც კრიმინალური სამყარო განიზრახავს”, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის რჩეულ თანამშრომლებს საკონკურსო საატესტაციო კომისიასთან გასაუბრებაზე შპარგალკები დაურიგეს
შემდეგი სტატიაეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის და საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელთა შეხვედრა შედგა