„ყველაფერი, რაც ამ დღეებში მოხდა, არის პირდაპირი პროვოკაცია,” – გრიგორი კარასინი

კარასინი-აბაშიძის შეხვედრა პრაღაში 2 საათია მიმდინარებს. მოლაპარაკებების დაწყებამდე რუსმა დიპლომატმა პირველი კომენტარი გააკეთა.

მისი თქმით, თბილისი არის ძალა, რომელსაც არ სურს რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობის ნორმალიზება.

კარასინმა კონფლიქტის ზონაში ბოლო დღეების განმავლობაში მიმდინარე მოვლენებს პროვოკაცია უწოდა.

რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელი ამბობს, რომ ერგნეთში უნდა შეიკრიბოს რეაგირების ჯგუფი, რომელიც არსებულ ვითარებას განიხილავს.

„ყველაფერი რაც ამ დღეებში მოხდა, ჩემი აზრით, არის პირდაპირი პროვოკაცია, მიმართული იმ კურსის წინააღმდეგ, რომელიც ურთიერთობების ნორმალიზებას ითვალისწინებს. მე ჩემ აზრზე ვრჩები, ყველა სასაზღვრო ნიშნები, რომლებიც ადგილზე 8 აპრლამდე იყო, აღადგინეს, მაგრამ ეს აბრები ისევ ჩამოხსნეს. შესაბამისად თბილისში მოქმედებენ ძალები, რომლებსაც კატეგორიულად არ სურთ ურთიერთობების ნორმალიზება რუსეთის ფედერაციასთან, სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან და ამ მიზნით ყველა შესაძლებლობას იყენებენ. საზღვრის გადაწევას ადგილი არ აქვს, ის თავის ადგილზე რჩება. ვითარების გასარკვევად ჟენევის დისკუსიების ფარგლებში შექმნილია ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი.

რამდენადაც ვიცი, სამხრეთ ოსეთის მხარემ ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და ქართულ კოლეგებს გაუგზავნა წინადადება, რომ ერგნეთში საგანგებო სხდომა გაიმართოს და განიხილოს ეს საკითხი. აი სწორედ ასე უნდა მოქმედებდე, უნდა მოიქცე ცივილიზებულად. თუ გინდა, სიმშვიდე და ურთიერთობების ნორმალური განვითარება, არ უნდა მივმართოთ საჯარო დემონსტრაციებს, პროვოკაციებს და ნგრევას. უნდა მივყვეთ ცივილიზებულ ლოგიკას. გარწმუნებთ, რომ ჩვენ გვეყოფა მოთმინება და გავაგრძელებთ ურთიერთობების ნორმალიზების კურსს, ხოლო პროვოკატორებს სათანადო სიტყვიერ და ლოგიკურ წინააღმდეგობას გავუწევთ.

სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ხელისუფლების განკარგულებით, ეს სასაზღვრო ნიშნები დაამონტაჟა რუსეთის სასაზღვრო სამსახურმა და ისინი ადგილზე იდგა მიმდინარე წლის 8 აპრილამდე. ვინ ამოიღო ისინი? ეს ხალხი უნდა იპოვონ და დასაჯონ პროვოკაციისთვის. არავის არაფერი არსად არ გადაუწევია. შეიკრიბონ ქართული მხარე, სამხრეთ ოსეთისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები და გაერკვნენ ამ საკითხში. ვნახავთ, შედეგი ზუსტად ისეთი იქნება, როგორც მე მოგახსენეთ,“ – რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა.

banner
წინა სტატიაში“ამგვარ უპასუხისმგებლო ნაბიჯებს შეიძლება მოყვეს რეგიონში დესტაბილიზაცია,“ – ზურაბ აბაშიძე
შემდეგი სტატიაგიორგი ქადაგიძე – ჩვენ გვაქვს უფრო დიდი და მდიდარი სახელმწიფო აპარატი და ბიუროკრატია, ვიდრე ეკონომიკას შეუძლია აიტანოს