“ყველანი გამოვლენ ციხიდან,” – ასე მიმართა ნაციონალური მოძრაობის გენერალურმა მდივანმა, გიგა ბოკერიამ, ვანო მერაბიშვილს, გიგი უგულავას, ბაჩო ახალაიას.
ბოკერიამ ყოფილი მთავრობის წევრებს პოლიტპატიმრები უწოდა და მათი გათავისუფლების შესახებ ისაუბრა.
“მინდა, მივესალმო ჩვენს ყოფილ პრემიერმინისტრს, ჩვენს გენერალურ მდივანს, ვანო მერაბიშვილს, ქალაქის მერს გიგი უგულავას, თავდაცვის მინისტრს ბაჩო ახალაიას, ჩვენს კანდიდატებს, ჩვენს პოლიციელებს. ყველანი ციხიდან გამოვლენ და, რაც მთავარია, ეს მთავრობა ააშენებს ჩვენი ქვეყნის მომავალს,” – განაცხადა ბოკერიამ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.