ყველაზე ცუდად გამოკითხულები ფინანსთა სამინისტროს მუშაობას აფასებენ

NDI-ს კვლევის მიხედვით გამოკითხული რესპოდენტები ყველაზე ცუდად ფინანსთა სამინისტროს საქმიანობას აფასებენ. 38-მა პროცენტმა განაცხადა, რომ ამ უწყების სამიანობას ცუდად აფასებს. 56 პროცენტისთვის ფინანსთა სამინისტროს მუშაობა საშუალო დონეზეა, მხოლოდ 6-მა პროცენტმა შეაფასა დადებითად.

ყველაზე კარგად გამოკითხულთა 43 პროცენტის თქმით მუშაობს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. შედარებით ნაკლები 25 პროცენტის აზრით კარგად მუშაობს იუსტიციის სამინისტრო.

განათლების სამინისტროს მუშაობა დადებითად შეაფასა გამოკიტხულთა 21-მა პროცენტმა, 13-მა პროცენტმა კი ამ უწყების საქმიანობა ცუდად შეაფასა.

ასევე გამოკითხულთა 15 პროცენტის აზრით ცუდად მუშაობს სოფლის მეურნეობის სამინისტრო. მის საქმიანობას იწონებს მხოლოდ გამოკითხვაში მონაწილე პირთა 16 პროცენტი.

banner
წინა სტატიაშიგამოკითხულთა უმეტესობის აზრით, მათ შეხედულებებთან ახლოს არც ერთი პარტია არ დგას
შემდეგი სტატიაპოლიციის საქმიანობის შეფასებაში უარყოფითი მაჩვენებელი გაიზარდა