ყველაზე საიდუმლო კლუბი მსოფლიოში: რას განიხილავენ ბილდერბერგში

ყველაზე საიდუმლო კლუბი მსოფლიოში: რას განიხილავენ ბილდერბერგში

ყველაზე საიდუმლო კლუბი მსოფლიოში: რას განიხილავენ ბილდერბერგშიავსტრიაში მსოფლიო ელიტის ერთ-ერთი ყველაზე დახურული შეხვედრა იმართება: ბილდერბერგის კონფერენცია, რომელსაც კონსპიროლოგიური შეთქმულებების მომხრეები «პლანეტის ჩუმ მთავრობას» უწოდებენ.

ავსტრიის პატარა ქალაქ ტელფს-ბუჰენში რამდენიმე დღე ყველასგან მიმალულად 11-დან 14 ივნისის ჩათვლით ბილდერბერგის კლუბის კონფერენცია გაიმართება, სადაც მონაწილეობას იღებენ ყოფილი და მოქმედი სახელმწიფოს მეთაურები, ტრანსნაციონალური კორპორაციის ხელმძღვანელები, წამყვანი მედიის უფროსები, საზოგადო მოღვაწეები, ეკონომისტები, ფინანსისტები და ბანკირები.
მსგავსი ფორუმი უკვე 60 წელია ტარდება და მისთვის სპეციალურად ირჩევა მყუდრო ადგილი, რომ შეხვედრამ მშვიდად ჩაიაროს. პირველივე შეკრებიდან , რომელიც 1954 წელს ჩატარდა, პრაქტიკულად არაფერია ცნობილი. თუმცა, რამდენიმე ხნის წინ ორგანიზაციამ საკუთარი ინტერნეტ გვერდი გამოაქვეყნა.
მიმდინარე წელს კონფერენციაში დაახლოებით 140 ადამიანი იღებს მონაწილეობას. ქვეყნებს შორის ყველაზე ბევრი დელეგატი აშშ-ს ყავს. გერმანიას ქვეყნის თავდაცვის მინისტრი და მისი სტატს-მდივანი წარმოადგენენ. შეხვედრას ისეთი კორპორაციის ხელმძღვანელები დაესწრებიან, როგორიც არის დოიჩე ბანკი და სიმენსი.
მონაწილეთა სიაშია ბარაკ ობამას მრჩეველი ფინანსულ და ეკონომიკურ საკითხებში ლოურენს ბუნი, ნიდერლანდების პრინცესა ბეატრიკსი და პრემიერ მინისტრი მარკ რიუტტე, ავსტრიის პრეზიდენტი ჰაინც ფიშერი. რუსეთს მხოლოდ ეკონომიკის ექს-მინისტრი სერგეი გურიევი წარმოადგენს, რომელიც საფრანგეთში ემიგრაციის შემდეგ პარიზის პოლიტიკური მეცნიერების სკოლაში მუშაობს. სხვადასხვა წლებში რუსეთის დელეგაციას წარმოადგენდნენ ანატოლი ჩუბაისი, გრიგორი იავლკინსკი და პოლიტოლოგი ლილია შევცოვა.
წელს საუბრის მთავარი თემა იქნება ინტერნეტ-უსაფრთხოება, მიმდინარე ეკონომიკური პრობლემები, ევროკავშირის სტრატეგია, არჩევნები აშშ-ში, გლობალიზაცია, ქიმიური იარაღის გამოყენების საშიშროება, ტერორიზმთან ბრძოლა. მონაწილეები ასევე გეგმავენ ისაუბრონ პრობლემებზე, რომელიც უკავშირდება რუსეთს, ირანს, საბერძნეთს და ახლო აღმოსავლეთს. სხვა დეტალები კონფერენციის შესახებ ფაქტობრივად არ არსებობს.

გამომსვლელების და მსჯელობის დეტალები აბსოლუტურად საიდუმლო რჩება ე.წ. «ჩატემ ჰაუსის წესის» (Chathem house rule) შესაბამისად. ანონიმურობის ეს პრინციპი მსოფლიო ურთიერთობების სამეფო ინსტიტუტის მიერ 1927 წელს იქნა დანერგილი და მას განხილვის და დიალოგის გულღიაობა უდევს საფუძვლად. იმის მიუხედავად, რომ ყოველ წელს კონფერენციაზე ჟურნალისტებსაც იწვევენ, პრესა მოვლენების გასაშუქბლად არ დაიშვება. მონაწილეებიც კონფერენციაზე ლაპარაკისას ძირითად მახასიათებლებზეც კი არ საუბრობენ. საზოგადოებამდე მოდის მხოლოდ ისეთი ინფორმაციები, რომლითაც შეხვედრაზე წარმოდგენის შექმნა შეუძლებელია, მაგალითად, ის, რომ მონაწილეები გულღიად საუბრობენ საკუთარ პოზიციებზე, ან რომ შეხვედრებზე «არაფერი განსაკუთრებული არ ხდება»: «შვედურ მაგიდასთან ღვინოს საფასური თვითონ უნდა გადაგეხადა». შეხვედრის ასეთი გასაიდუმლოების გამო კრიტიკოსები ამბობენ, რომ ბილდერბერგის კლუბს «ბოროტი ზრახვები» ამოძრავებს, რაც თავის მხრივ სხვადასხვა კონსპირაციულ თეპორიებს უდებს საფუძველს.
აშშ-ს ყოფილი ელჩი გერმანიაში ჯორჯ მაკგი იხსენებს, რომ კონფერენციამ 1957 წლის რომის ხელშეკრულების დადებაში ძალიან დიდი როლი ითამაშა, რომელმაც თავის მხრივ ევროკავშირს დაუდო საფუძველი. ბელგიელი მეწარმე და კლუბის საპატიო თავმჯდომარე ეთენ დევინიონი ამტკიცებს, რომ ევროს დაბადება ერთ-ერთ ასეთ შეკრებაზე მოხდა. კონფერენციის ზეგავლენად მიიჩნევენ რიჩარდ ნიქსონის და მარგარეტ ტეტჩერის გადადგომებს, იუგოსლავიის კონფლიქტში ჩარევის დაგეგმვას და ამერიკის ერაყში შეჭრას, რომლებიც თითქოს კონფერენციის ჩატარებამდე გადაუწყვეტელკი იყო.
მედიის სოციოლოგი რუდოლფ შტუმბერგი თვლის, რომ ამ კეთილშობილ საზოგადოებაში რეფეოდალიზაციის ნიშნები შეიმჩნევა, ჰოლანდიელი პოლიტოლოგის კეს ვან დერ პეილის აზრით, კლუბის დახურული იდეა იმას ნიშნავს, რომ მას არაფერი აქვს დემოკრატიასთან საერთო.
თუმცა, დახურული კლუბის მიმზიდველობა მისი არსებობის 60 წლის მანძილზე არ გამქრალა.
კლუბის ორგანიზატორები და მონაწილეები თვლიან, რომ მსგავსი შეხვედრები აუცილებელია, რომ ყველამ ღიად შეძლოს საკუთარი შეხედულების გამოთქმა. ორგანიზაციის თავმჯდომარის ეთიონ დავიონის თქმით, «ეს უბრალოდ გავლენიანი ადამიანების შეხვედრაა».

banner
წინა სტატიაშიდიდი შეტევა აშშ-ს სპეცსამსახურებზე
შემდეგი სტატიამშვიდობის სადარაჯოზე