ყველაზე მძიმე ღამე უკრაინაში – პრეზიდენტი ქვეყანაში დროზე ადრე დაბრუნდა

უკრაინაში ვითარება უკიდურესადაა დაძაბული. დავოსში, ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობა შეწყვიტა და სამშობლოში, დროზე ადრე დაბრუნდა პეტრე პოროშენკო. უკრაინის პრეზიდენტი 4 საათის განმავლობაში თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს ხვდებოდა.

შეხვედრა გაიმართა ჩრდილო ატლანტიკური კავშირის “ნატოს” წარმომადგენლებთან. სამხედროებმა, უცხოელ სპეციალისტებს სამოქმედო გეგმა გააცნეს.

აღმოსავლეთ უკრაინაში კი შეტაკებები გრძელდება. პრორუსი სეპარატისტები დონეცკის დაბომბვას მთელი ღამის განმავლობაში ახორციელებდნენ.

არიან დაშავებულები და დაღუპულები თუმცა ზუსტი ინფორმაცია არ ვრცელდება.

აეროპორტის ფლიგელი რომელიც უკრაინელმა სამხედროებმა გუშინ უკვე დატოვეს კი კვლავ ცეცხლის ალშია გახვეული. შეტაკებები პრორუს სეპარატისტებსა და უკრაინელ სამხედროებს შორის კი გრძელდება. ამის პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია რომ შენობაში რჩება რამდენიმე დაჭრილი უკრაინელი სამხედრო, რომელთა გამოყვანაც უსაფრთხო ტერიტორიაზე ვერ ხერხდება.

banner
წინა სტატიაშიიური ვაზაგაშვილის ცხედარს ხვალ სამების ტაძრიდან გამოასვენებენ
შემდეგი სტატიაქართველთა ომი უკრაინისთვის – ინტერვიუ დავით მარტიაშვილთან