ყვარელში სტიქიის საშიშროება არ არსებობს

ირაკლი ღარიბაშვილი - გამოვარჩიოთ ჟურნალისტები, რომლებიც 13 ივნისის ღამეს მუშაობდნენ ყველაზე ცხელ წერტილში და დავაჯილდოვოთ

garinashviliპრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ყვარელში მეწყერული აქტივობა გეოლოგებმა უკვე შეისწავლეს და მათი დასკვნით ამ ეტაპზე სტიქიური მოვლენების საშიშროება არ არსებობს.

პრემიერის თქმით, ყვარელში ჩამოწოლილ მეწყერს, მდინარის გადაკეტვა არ მოუხდენია.

„გეოლოგების ჯგუფი შვეულმფრენით შევიდა დურუჯის ხეობაში, რადგან დღეს ინფორმაცია მივიღეთ იქ არსებული სავარაუდო საფრთხის თაობაზე. უკვე შევისწავლეთ ყვარლის მუნიციპალიტეტში მდინარის მეწყრული პროცესი და გეოლოგების თქმით, აღნიშნულ მეწყერს მდინარის გადაკეტვა არ მოუხდენია. ამ ეტაპზე არანაირი საშიშროება არ არსებობს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ ყვარელში, მდინარე დურუჯის სათავესთან მეწყერი დღის მეორე ნახევარში ჩამოწვა. მეწყერის სათავე ყვარლიდან დაახლოებით 9 საათის სავალზე მდებარეობს.

banner
წინა სტატიაში“მადლობას ვუხდი გმირ ახალგაზრდებს, რომლებიც თავდაუზოგავად შრომობდნენ“
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – ზოოპარკის ადმინისტრაციისგან მიღებული ცნობით, არც ერთი მტაცებელი ცხოველი ზოოპარკის ფარგლებს გარეთ არ იმყოფება