ყეფით უკმაყოფილო პორტუგალიელმა სამი ადამიანი მოკლა

ყეფით უკმაყოფილო პორტუგალიელმა სამი ადამიანი მოკლა

პორტუგალიაში, სროლის შედეგად სამი ადამიანი მოკლეს, მათ შორის ორი პოლიციელი – ამის შესახებ “ბიბისი ნიუსი” წერს.
ინციდენტი კინტა-დუ-კონდეში მოხდა, ლისაბოლიდან 30 კილომეტრის დაშორებით.
კონფლიქტი ძაღლის ყეფის გამო დაიწყო. 77 წლის მამაკაცმა განაცხადა, რომ მეზობელს მოკლავს, თუკი ცხოველი არ გაჩერდება. ხმაურზე იქვე მცხოვრები პოლიციელი მოვიდა, რომელიც პენსიონერმა თავში გასროლით მოკლა. იგივე ბედი ეწია ინციდენტზე გამოძახებულ პატრულს.
მესამე მსხვერპლი, პირველად მოკლული პოლიციელის შვილია, რომელიც მამის დასახმარებლად გამოიქცა. ის სერიოზულად იქნა დაჭრილი და ჰოსპიტალიზაციის შემდეგ გარდაიცვალა.
დამნაშავე თავის მოკვლას შეეცადა. ის დაკავებული და საავადმყოფოში გადაყვანილია.

banner
წინა სტატიაშივიდეო–კლიჩკო კიევში ფანტანზე გაგრილდა
შემდეგი სტატია“ალ-ჯაზირას” ჟურნალისტებს ეგვიპტის სასამართლომ განაჩენი გამოუტანა