ყაჩაღობის ბრალდებით ორგანიზებული ჯგუფი დააკავეს

ჯანმრთელობისთვის საშიში შებოლილი თევზის დამზადება-გასაღების ფაქტზე, შპს ,,დონატოს

შსს-მ ყაჩაღობის ბრალდებით ორგანიზებული ჯგუფი დააკავა. შინგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა ორგანიზებული ჯგუფის 6 წევრი – 1962 წელს დაბადებული მურმან ს, 1991 წელს დაბადებული ბექა ს, 1972 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ბესიკ ც, 1966 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი არკადი მ, 1970 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ხვიჩა ა და 1982 წელს დაბადებული ნუკრი ა. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ შეიარაღებულმა ბრალდებულებმა დიღმის მასივში, ნაილი გ-ს ბინაში შეაღწიეს, მას და მის შვილებს ხელ-ფეხი შეუკრეს. შემდეგ თავდამსხმელები სიცოცხლის მოსპობის მუქარით 200 000 აშშ დოლარის ღირებულების ოქროს ნივთებს დაეუფლენ და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
“სამართალდამცველებმა ორგანიზებული ჯგუფის წევრები თბილისში, იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონებში ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დააკავეს. დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას ნაყაჩაღარი ოქროს ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს”, – ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, გამოძიება ჯგუფის მიერ ჩადენილი ყაჩაღობის, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების გასაღების, დანაშაულის შეუტყობინებლობის და ყაჩაღობის ორგანიზების ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 179-ე, 186-ე, 376-ე და 25-179-ე მუხლებით) მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიშვილი “ისლამური სახელმწიფოს” თემაზე ოჯახში არასდროს საუბრობდა-თინა ალხანაშვილი
შემდეგი სტატიაკოტე თოლორდავას გადმოსვენების თარიღი შესაძლოა შეიცვალოს