ყარაბახში ომია

3-412x450 ,,მთიან ყარაბახში წყნარი ომია… და ამ ომში წაგება, არამარტო პოზიციების დათმობას, არამედ დიდ ადამიანურ მსხვერპლსაც ნიშნავს,, განაცხადა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა არცრუნ ოვანესიანმა. მისივე განცხადებით, იანვრის დასაწყისიდან მოყოლებული, საბრძოლო მოქმედებები არ წყდება.
თავის მხრივ საპასუხო განცხადება გააკეთა აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრეს-მდივანმა ვაგიფ დარგიახლიმ, რომელმაც განაცხადა: ,,სომხები იმიტომ ალაპარაკდნენ ომზე, რომ მათ ბოლო დღეებში დიდი დანაკარგები განიცადეს… სინამდვილეში კი ომი არასდროს შეწყვეტილა… ის 20 წლის წინ დაიწყო და დღემდე გრძელდება. სომხები არამარტო საბრძოლო პოზიციებს არამედ მშვიდობიან მოსახლეობასაც ბომბავენ,,
პრეს-მდივნის განცხადებით, ომი მანამდე არ შეწყდება, სანამ სომხები მთიანი ყარაბახის ტერიტორიებს არ დატოვებენ.
აღსანიშნავია, რომ ბოლო ერთი თვის მანძილზე, სომხეთ-აზერბაიჯანის ფრონტზე ცევხლის შეწყვეტის შეთანხმება რამდებიმე ათასჯერ დაირღვა და ორივე მხრიდან 50-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ბოლო შეტაკებისას კი, აზერბაიჯანელები ერთ დაღუპულ ჯარისკაცზე ადასტურებენ ინფორმაციას. სომხეთის მხარესაც ერთი ჯარისკაცი შექსპირ მხითარის ძე აკოფიანი დაიღუპა.

banner
წინა სტატიაშითამარ კორძაია – “მაუწყებლობის შესახებ” კანონში დაგეგმილი ცვლილებები ტელეკომპანიებს ფინანსურ დარტყმას არ აყენებს
შემდეგი სტატიაანდრო ბარნოვი პაატა ზაქარეიშვილს “უსაქმურ მინისტრს” უწოდებს