ყალბი დოკუმენტების დამზადების ფაქტზე ჯინო თრეველის დირექტორი დააკავეს

შსს-მ ჰეროინის შემცველი 57,191 გრ ნარკოტიკი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყალბი დოკუმენტების დამზადების ფაქტზე ტურისტული კომპანია “ჯინო თრეველის” დირექტორი დააკავა. მას მოქალაქის მოტყუების სანაცვლოდ 8 ათას 100 ამერიკული დოლარისა და 1000 ევროს მითვისებაში ადანაშაულებენ.

გამოძიების ცნობით, მოქალაქემ, რომელიც ე.წ. გრინქარდის ლატარიის გამარჯვებული იყო, ვიზა ვერ მიიღო და დასახამარებლად ტურისტულ კომპანიას მიმართა. დაკავებული კი მას ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური ლოგოსა და რეკვიზიტების მქონე ბლანკზე ინგლისურ ენაზე შედგენილ ყალბ დოკუმენტებს უმზადებდა.

ჩხრეკის შედეგად გამოძიებამ ამოიღო ყალბი დოკუმენტები, მოქალაქეთა პასპორტები და სხვადასხვა ორგანიზაციების ბეჭდები.

ბრიფინგზე, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროში გაიმართა, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმოამდგენელმა მოქალაქეები გააფრთხილა. მისი ტქმით, ამერიკის სავიზო განაცხადის პროცესში არ არსებობენ შუამავლები და აშშ საელჩო არ თანამშრომლობს არცერთ ტურისტულ სააგენტოსთან, ან რომელიმე სხვა საშუამავლო კომპანიასთან.

banner
წინა სტატიაშიალექსანდრე ლუკაშენკო საქართველოში ორდღიანი ვიზიტით ჩამოვა
შემდეგი სტატიაგურჯაანის გამგეობაში პოლიციაა მობილიზებული