„ღირსების გარეშე უსაფრთხოება არ არსებობს,” – დავით დარჩიაშვილი

ბატონი გიგას კოლეგებს შორის კომკავშირული წარსული უფრო მეტს აქვს, ვიდრე ჩვენს შორის

ნაციონალური მოძრაობის რეზოლუცია მცოცავ ანექსიაზე და ხმაური პარლამენეტში. უმცირესობა მთავრობას უმოქმედობაში ადანაშაულებს და წინადადებას სთავაზობს. ოპოზიცია მმართველ გუნდს ქმედითი ნაბიჯებისკენ მოუწოდებს.

რეზოლუციის მიხედვით, ქართულმა მხარემ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევა უნდა მოითხოვოს, ასევე უნდა გაუქმდეს კარასინი-აბაშიძის ფორმატი და დასავლელ პარტნიორებთან ერთად, ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში უნდა გაგრძელდეს ამ საკითხების განხილვა.

„ღირსების გარეშე უსაფრთხოება არ არსებობს. ეს ორი რამ ერთმანეთთან კავშირშია და ამ ორივეს გარეშე მშვიდობა არ არსებობს,“ – განაცხადა დავით დარჩიაშვილმა.

ნაციონალური მოძრაობის კიდევ ერთი წევრის განცხადებით, 2008 წლის შემდეგ რუსეთის ვერ ბედავდა მსგავს აგრესიას და ტერიტორიების შემოღობვას.

„ნებისმიერი მცდელობა ფუჭი იყო, რადგან საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებას ქონდა მკვეთრი სტრატეგია და აგრესიულ საგარეო პოლიტიკა, რომელიც მართლაც უქმნიდა პრობლემებს რუსეთის ფედერაციას,“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

უმრავლესობა კი ოპოზიციის კრიტიკას არ იზიარებს. ისინი აღმასრულებელი ხელისუფლების ნაბიჯებით კმაყოფილი არიან. უმცირესობის დღევანდელ განცხადებებს კი პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობას უკავშირებენ.

„საუბარი იმაზე, რომ ნავთობსადენიც მოექცევა ოკუპანტის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, არის ტყუილი,“ – განმარტა დავით ბერძენიშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის გუბაზ სანიკიძის განმარტებით, დღეს ტაქტიკური ნაბიჯების დროა.

banner
წინა სტატიაში“ლეიბორისტული პარტიის” და “თავისუფალი თაობის” წევრები ერთმანეთს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ
შემდეგი სტატიაცხინვალი ჯარის გადაადგილებასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს